სწრაფი კვების რესტორნების ქსელი FreschCo აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მენეჯერი
ექვემდებარება: კომპანიის დირექტორს
პოზიციის შინაარსი:
ახორციელებს და წარმართავს რესტორნის მენეჯმენტს. პასუხისმგებელია მარაგების და ფულის კონტროლის სისტემებზე. ყოველდღიურად მართავს პერსონალს რათა უზრუნველყოს საჭმლის უსაფრთხოება, პროდუქციის მომზადება და სისუფთავის სტანდარდების დაცვა. უზრუნველყოფს რესტორნის უსაფრთხოების და უშიშროების სტანდარდებს. სამუშაოდ იწვევს პერსონალს და უზრუნველყოფს მათ ტრეინინგს. კავშირს ამყარებს პოტენციურ მყიდველებთან რათა წაახალისოს გაყიდვები. ახორციელებს მარაგების დაგეგმვას. დირექტორთან შეთანხმებით ახორციელებს ნედლეულის, მარაგების და დანადგარების შესყიდვებს და ურთიერთობს მომწოდებლებთან. უზრუნველყოფს ადგილობრივ მარკეტინგულ საქმიანობას. აკონტროლებს ბიზნეს ტრანზაქციებს. გეგმავს და მეთვალყურეობს პერსონალის მუშაობას. გამორჩეული კლიენტთან ურთიერთობის უნარი არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციისთვის.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ამზადებს და აქვეყნებს პერსონალის მუშაობის გრაფიკებს.
- ახორციელებს ბიზნეს ტრანზაქციებს ისე როგორც გაწერილია საოპერაციო ჟურნალში, ანალიზს უკეთებს მათ და მიზნად ისახავს გაყიდვების გაზრდას.
- ახორციელებს საკვების მომზადების ფორმულების, სტანდარტების და პერსონალის ცვლილებას.
- ემსახურება ადგილობრივ სარეკლამო კამპანიებს
- უზრუნველყოფს იმას რომ ყველა ადგილობრივი და ეროვნული ჯანრმრთელობის და კვების უსაფრთხოების კოდები არის დაცული და კომპანიის უსაფრთხოების და უშიშროების წესები არის შესრულებული.
- საჭიროების შემთხვევაში სამუშაოდ იყვანს, წახალისებას უკეთებს, სამუშაოდან ათავისუფლებს თანამშრომლებს.
- არჩევს და ეკონტაქტება პოტენციურ კლიენტებს გაყიდვების წახალისების მიზნით.
- გეგმავს განსაკუთრებულ საღამოებს და წამახალისებელ კამპანიებს.
- საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ცვლის უფროსის მოვალეობებს ისე როგორც გაწერილია ცვლის უფროსის სამუშაოს აღწერილობაში
- ხელმძღვანელობს პერსონალს (რაოდენობით 4-12). ავალებს, ამოწმებს და აფასებს სამუშაოს შესრულებებს. გასცემს წერილობით და ზეპირ შეფასებებს.
- კოორდინირებას და მეთვალყურეობას უწევს პერსონალს სისუფთავის სტანდარდების დაცვის მიზნით ისე როგორც აღნიშნულია საოპერაციო ჟურნალში.
- საჭიროების შემთხვევაში მეთვალყურეობას უწევს საჭმლის მომზადებას - საჭმლის უსაფრთხოების და საოპერაციო სტანდარტების დაცვის მიზნით.
მოთხოვნები:
- განათლება: საშუალო ან ექვივალენტი განათლება, უმაღლესი განათლება პლუსად ჩაითვლება
- გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება სწრაფი კვების რესტორნების გარემოში, გამოცდილება პერსონალის ზედამხედველობის და ტრეინინგის. საუკეთესო ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები.
ფიზიკური:
- უნდა შეეძლოს რესტორნის ნებისმიერ სექციაში მუშაობა და სალარო/სარეალიზაციო აპარატის ოპერირება.
- პოზიცია ითვალისწინებს ფიზიკურ დატვირთვას მთელი დღის განმავლობაში და 4-8 კგ-მდე სიმძიმის საგნებთან ურთიერთობას შიგადაშიგ. უნდა შეეძლოს კვირაში მინიმუმ 50-60 საათი სამუშაოზე ყოფნა.
დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტოსურათი ელ ფოსტის მისამართზე: , ტელ: (+995 322)306893