კომპანია "Digital Design" აცხადებს ვაკანსიას ვებ-პროგრამისტის თანამდებობაზე.
აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:
-HTML/PHP/CSS პროგრამული ენის ცოდნა;
-მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა;
-რეალურ ვებ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
-Javascript, Ajax ტექნოლოგიების ცოდნა;
-ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო დონეზე);
-გრაფიკულ რედაქტორებში (Photoshop, Illustrator, Corel) მუშაობის გამოცდილება;
- მისასალმებელია Flash-პროგრამირების ცოდნა.
აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:
-ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
-ლოგიკური აზროვნების უნარი;
-გუნდში მუშაობის უნარი;
-დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** ვებ-გვერდების გრაფიკული დიზაინის კონვერტაცია პროგრამულ კოდში;
** ვებ-გვერდების პროგრამული ნაწილის შესრულება;
** ტექსტუალური და ფოტო მასალის განთავსება ვებ-გვერდზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
ხელფასი: 600-1,200 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით).
კანდიდატები გაივლიან ორთვიან გამოსაცდელ პერიოდს, რომლის გავლის შემდგომ გაუფორმდებათ გრძელვადიანი ხელშეკრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ ნამუშევრების პორტფოლიო (პროექტებში შესრულებული სამუშაოების მოკლე აღწერით) და CV მისამართზე: 2012 წლის 30 იანვრის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ "Web Developer".
არასრული და არათავსებადი განაცხადები არ განიხილება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებული ელ.ფოსტის მეშვეობით.
ვებ-გვერდი: