"მედია ჰაუსი Dekom" - ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს ბრენდ ჟურნალებს: "ცხელი შოკოლადი", "ლიბერალი", "ბიზნესი" და სარეკლამო კომპანიას "ADstation/Ogilvy" - აყალიბებს ვებ სტუდიას. ცხადდება ვაკანსიები სრული განაკვეთით, შემდეგ პოზიციებზე:
-ვებ სტუდიის დირექტორი (1 ვაკანსია)
- ვებ პროგრამისტი (2 ვაკანსია)
ვებ სტუდიის დირექტორის პოზიციაზე განმცხადებელთათვის აუცილებელი პირობაა ვებ პროექტების მართვის/განხორციელების მინიმუმ 3 წლის გამოცდილება.
ვებ პროგრამისტისათვის აუცილებელი პირობაა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
ვებ სტუდიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის ასევე ვიწვევთ ყველა სპეციალისტს, რომელთაც აქვთ ვებ სტუდიისათვის გამოსადეგი ცოდნა/უნარები სხვადასხვა ვიწრო მიმართულებით.
მნიშვნელოვანია:
ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად ვიწვევთ შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალებს, რომელთაც ყველა პირობას შევუქმნით როგორც დასმული ამოცანების შესასრულებლად და პროფესიული თვითგანვითარებისათვის, ასევე ანაზღაურების თვალსაზრისითაც.
განმცხადებლებს ვთხოვთ, 2012 წლის 17 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: მოგვაწოდონ: 1) შესრულებული პროექტების ნიმუშები საკუთარი წვლილის მითითებით; 2) დეტალური CV. გთხოვთ, მიუთითოთ, თუ რომელ პოზიციაზე შემოგაქვთ განაცხადი.