საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს დიზაინ სითი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ბანკი რესპუბლიკა  DMG WEST LINES  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  ქეა 
შ.პ.ს.   WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შპს.   პროფკურორტი  შირნჰოფერი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  თეგეტა მოტორსი 
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  P/T/G  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   Oxford House  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი  One World   აიელსი  საგანმანათლებლო ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  
კავკასიის აკადემიური ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ბიდისი აკადემია  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა 
   ვაკანსია:

კონკურსი სოციალური საწარმოებისათვის

   კომპანია:

CSRDG

   განთავსებულია:  2 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  26 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  apply@csrdg.ge
   ტელეფონი:  (+995 32) 2399019/18
   კატეგორია:

ტენდერი

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურს სოციალური საწარმოებისათვის ფინანსური მხარდაჭერისთვის.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის პროექტს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საქართველოში სოციალური მეწარმეობის, როგორც სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ეფექტიანი გზის, განვითარების ხელშეწყობა.

ინიციატივა ხორციელდება გერმანული ფონდი EED-ის ფინანსური მხარდაჭერით, "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან", ბრიტანეთის საბჭოსთან და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროგრამის ფარგლებში ცხადდება სოციალური საწარმოებისათვის ფინანსური მხარდაჭერის კონკურსი შემდეგი პირობებით:

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ინოვაციური ბიზნეს მიდგომების განვითარებას, მათი სოციალური ან/და გარემოსდაცვითი მისიისა და მიზნების მხარდასაჭერად.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, რომლებსაც გააჩნიათ სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება, ან აქვთ ნათელი წარმოდგენა და შესაძლებლობა ორგანიზაციაში განავითარონ შემოსავლის მომტანი საქმიანობები

კონკურსის პირობები:

თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს. პროექტის დაფინანსების აუცილებელი პირობაა არანაკლებ 10%-იანი ფულადი თანადაფინანსების უზრუნველყოფა.

პროექტებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ბიზნესისა და მარკეტინგის დამოუკიდებელი ექსპერტებით.

განიხილება მხოლოდ სრულად, თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტები.

თითოეული პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

-  ორგანიზაციის შესაბამისი გამოცდილება;
-  ორგანიზაციის შესაძლებლობები წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად;
-  იდეის მიზანშეწონილობა;
-  პროექტის შესაბამისობა ორგანიზაციის მისიასთან და მიზნებთან;
-  პროექტის მოსალოდნელი სოციალური შედეგები;
-  საკუთარი რესურსების მობილიზება;
-  პროექტის მდგრადობა.

კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:

I ეტაპზე კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ და სოციალური საწარმოს პროექტის კონცეფცია შესაბამისი ფორმით (პროექტის კონცეფციის ფორმა თან ახლავს განაცხადს).

II ეტაპზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ I ეტაპზე გამარჯვებული კონკურსანტები. II ეტაპისთვის მათ უნდა წარმოადგენენ სრული საპროექტო განაცხადი და სოციალური საწარმოს ბიზნეს გეგმა.

განაცხადების წარდგენის პროცედურა:

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: apply@csrdg.ge ან ნაბეჭდი სახით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში.

ცენტრში განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა: 2011 წლის 26 სექტემბერი, 16:00 სთ. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

პროექტი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად. განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი პროექტები და არასრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმები არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა
ტელ: (+995 32) 2399019/18
ელ-ფოსტა: apply@csrdg.ge
საკონტაქტო პირი: ქეთი კაკაბაძე

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige