საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს დიზაინ სითი  გუდვილი  შპს.   შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  DMG WEST LINES  ბანკი რესპუბლიკა 
თეგეტა მოტორსი  შირნჰოფერი  პროფკურორტი  შ.პ.ს.   WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ალგანი 
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE ინგლისური ენის სახლი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  
One World   აიელსი  Oxford House  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კავკასიის უნივერსიტეტი  P/T/G 
   ვაკანსია:

პრობლემური სესხების ექსპერტი/სტაჟიორი

   კომპანია:

A Rating

   განთავსებულია:  12 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  25 აგვ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@arating.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

კომპანია “A Rating” წარმოადგენს ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს პრობლემური პორტფელის მართვას მისი კონტრაქტორი ბანკებისა თუ სხვადასხვა პარტნიორი კომპანიებისათვის. “A Rating” არის საერთაშორისო ასოციაციის ”CSA”-ის წევრი ორგანიზაცია.

კომპანია “A Rating” აცხადებს სტაჟიორების მიღებას პრობლემური სესხების ექსპერტის თანამდებობაზე 2 თვიანი სტაჟირების პერიოდით, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
   
  სტაჟიორის ფუნქცია-მოვალეობები:

- მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა
- საქმიანობის კოორდინირება პროექტის მენეჯერთან; საქმიანობის ყოველდღიური ანალიზი, კომიტეტი და პროექტის მენეჯერთან ერთად ახალი სამოქმედო გეგმის დასახვა
- სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, ვიზიტებზე სიარული, სატელეფონი ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, სესხის რესტრუქტურიზაციაზე დათანხმება
- გუნდური მუშაობა სხვა პრობლემურ ექპერტებთან ან/და პრობლემური ჯგუფის იურისტებთან
- პროექტის მენეჯერთან საღამოს ვიზიტებისა და რეგიონის  ვიზიტების კოორდინირება
- პერიოდულად რეგიონების ვიზიტების განხორციელება საკრედიტო პორტფელში თბილისის გარეთ მცხოვრები კლიენტების არსებობის შემთხვევაში
- საღამოს ვიზიტების განხორციელება კომპანიის მძღოლის მანქანით კლიენტების საცხოვრებელ ადგილას

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება
- სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა)
- ლოგიკური აზროვნების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი
- სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი(მოქნილი სამუშაო საათების მიმართ)
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, საინტერესო კანდიდატებად განიხილებიან მონათესავე სფეროში ხანგრძლივი პერიოდის გამოცდილების მქონე პირები.

პრობლემური სესხების ექსპერტი (სტაჟიორი) უზრუნველყოფილია მობილური ტელეფონის ნომრით რომელზეც ირიცხება სასაუბრო დრო, კომპანიის ავტომანქანით კლიენტებთან ვიზიტების განხორციელებისათვის და სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო სხვა პირობებით.

წარმატებულ სტაჟიორებზე გაიცემა სერთიფიკატი და განიხილება მათი შემდგომში დასაქმება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV/რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე vacancy@arating.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პრობლემური სესხების ექსპერტი (სტაჟირება)“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2011 წლის 25 აგვისტო.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige