კომპანია A rating წარმოადგენს ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს პრობლემური პორტფელის მართვას მისი კონტრაქტორი ბანკებისა თუ სხვადასხვა პარტნიორი კომპანიებისათვის. A Rating არის საერთაშორისო ასოციაციის ACA -ის წევრი ორგანიზაცია.
კომპანია A Rating აცხადებს კანდიდატების მიღებას იურისტის თანამდებობაზე 2 თვიანი სტაჟირების პერიოდით, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
ფუნქცია-მოვალეობები:
-სასამართლოში საქმეების წარმოება
-ხელშეკრულებების გაფორმება
-მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა
-სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, ვიზიტებზე სიარული საჭიორების შემთვევაში, სატელეფონი ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, სესხის რესტრუქტურიზაციაზე დათანხმება
-გუნდური მუშაობა სხვა პრობლემურ ექპერტებთან ან/და პრობლემური ჯგუფის იურისტებთან;
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (იურიდიული განხრით)
-სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება
-კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა)
-ლოგიკური აზროვნების უნარი
-გუნდური მუშაობის უნარი
-მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი
-სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ
-პასუხისმგებლობის მაღალი დონე
-ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, საინტერესო კანდიდატებად განიხილებიან სრული უმაღლესი განათლების ასევე დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები (უპირატესობა მიენიჭებათ წარჩინებულ სტუდენტებს)
წარმატებულ სტაჟიორებზე გაიცემა სერთიფიკატი და განიხილება მათი შემდგომში დასაქმება.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა 4 (ოთხი).
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV/რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „იურისტი)“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2011 წლის 15 თებერვალი.