"Nonviolent Peaceforce" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე.
ოფისის ადგილმდებარეობა: შიდა ქართლი.
მძღოლის ფუნქცია-მოვალეობები:
- უზრუნველყოს "NPSC"-ს თანამშრომლების მანქანით გადაადგილება სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად, ქალაქში და ქალაქ გარეთ.
- საჭიროების შემთხვევაში მიიტანოს დოკუმენტები/წერილები დანიშნულების ადგილას; დაიცვას პუნქტუალურობა დავალების შესრულების დროს.
- შეავსოს სპეციალური დოკუმენტი ოფისიდან გასვლის და ოფისში დაბრუნების დროს და დაამოწმებინის პასუხისმგებელ პირს.
- მანქანის გაუმართაობის ან რაიმე სხვა შემთხვევის დროს, რომელიც ხელს შეუშლის სამუშაოს შესრულებას, დაუყოვნებლივ აცნობოს სუპერვაიზორს.
- დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საგზაო წესებს.
- უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხოება; იმოძრაოს ნებადართული სიჩქარით ყველა საგზაო წესის გათვალისწინებით.
- დაიცვას სანიტარული ნორმები მანქანაში.
კვალიფიკაციები:
- შიდა ქართლის და საქართველოს გზების კარგი ცოდნა.
- ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობა
- უსაფრთხოების წესების დაცვის უნარი
- მგზავრებიანი მანქანის უსაფრთხოდ მართვის უნარი
- მანქანის ტექნიკური დათვალიერების უნარი; მაგ.: საბურავის გამოცვლა, ზეთის შემოწმება და ა.შ.
- დეტალების მიმართ ყურადღება და წესების დაცვის შესაძლებლობა.
- მოტივირებული, ინოვაციური, შეზღუდულ დროში სამუშაოს შესრულების უნარით.
- 3-4 წლის გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციაში.
- მართვის მოწმობა.
გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ მისამართზე: 2011 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.