ინტერნეტ მაღაზია MY Mobile აცხადებს კონკურსს კურიერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- მობილური ტექნიკის, ფოტო/ვიდეოტექნიკის და კომპიუტერების ზოგადი ცოდნა;
- სალოჯისტიკო დოკუმენტაციის წარმოება / ანგარიშების მომზადება;
- გამართული და დახვეწილი ქართულით მეტყველება. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ასაკი: 22 – 30 წლის;
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (ანალოგიურ, მომარაგებლის ან გაყიდვების აგენტის პოზიციაზე);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული უნარ–ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- მოწესრიგებულობა;
- მოლაპარაკებების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიტუაციის შეფასების და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ინიციატივიანი და მოტივირებული;
- პროფესიული/კარიერული განვითარების სურვილის მქონე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა ზოგადი კონსულტაცია და მათთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება;
- პროდუქციის ადგილოზე მიწოდება
- საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება
- სტატისტიკის წარმოება
ანაზღაურება: ფიქსირებული + %
მსურველებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “Courier”.წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.