აუცილებელი მოთხოვნები
-PHP-ზე და MySQL-ზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
-მონაცემთა ბაზებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
-შემდეგი ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა: HTML/CSS/JavaScript/XML/Ajax
-უნდა ჰქონდეს შესრულებული მინიმუმ 5 ვებ-პროექტი (შესაბამისი სია გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენს რეზიუმესთან ერთად)
-დაპროგრამების (ალგორითმების) და მონაცემთა ბაზების თეორიის ღრმა ცოდნა
-ყურადღებიანი, დეტალებზე და წვრილმანებზე ორიენტირებული
-პუნქტუალური, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით, შედეგზე ორიენტირებული
-როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობის უნარი
-აქტიური, ინიციატივიანი, კომუნიკაბელური და პროაქტიური.
არააუცილებელი მოთხოვნები:
-სერიოზულ უპირატესობად ჩაითვლება SEO-ს საკითხებზე მუშაობის გამოცდილება
-დამატებით სხვა დაპროგრამებისა და მონაცემთა ბაზების ნებისმიერი ენისა და ტექნოლოგიების ცოდნა (მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობად
-უპირატესობად ჩაითვლება ასევე შემდეგი ტექნოლოგიების ცოდნა: Flash/Flex/Action Script.
ანაზღაურება 700-დან 1500 ლარამდე.
ზუსტი ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებასა და სხვა პროფესიულ უნარ-ჩვევებზე. შესაბამისად, გთხოვთ სამოტივაციო წერილში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება და სამუშაო რეჟიმი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თავიანთი სივი და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: არაუგვიანეს 2012 წლის 11 თებერვლისა. გთხოვთ იმეილის თემად მიუთითოთ: PHP პროგრამისტი.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.