სამუშაოს ზოგადი აღწერა:
-ვებ-საიტის კონცეფციის შემუშავება კომპანიის მენეჯერებთან ერთად
-ვებ-საიტის შინაარსის (კონტენტის) შექმნა ან/და შექმნის უზრუნველყოფა
-ვებ-საიტზე ინფორმაციის შეყვანა/განახლება ან/და მისი უზრუნვეყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები:
-შესაბამისი სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1,5 წელი
-ინგლისური ან/და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
-ტექნიკური აზროვნებისა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები
-ინტერნეტით დაინტერესების მაღალი დონე
-ყურადღებიანი, დეტალებზე და წვრილმანებზე ორიენტირებული
-პუნქტუალური, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით, შედეგზე ორიენტირებული
-როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობის უნარი
-აქტიური, ინიციატივიანი, კომუნიკაბელური და პროაქტიური
არააუცილებელი (სასურველი) მოთხოვნები:
-ინტერნეტის მაღალ დონეზე მოხმარების უნარ-ჩვევები
-პუბლიკაციები ნახევრად-ტექნიკურ და ტექნიკურ თემებზე
ანაზღაურება: 500-დან 1200 ლარამდე.
ზუსტი ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებასა და სხვა პროფესიულ უნარ-ჩვევებზე. შესაბამისად, გთხოვთ სამოტივაციო წერილში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თავიანთი სივი და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: არაუგვიანეს 2012 წლის 11 თებერვლისა. გთხოვთ იმეილის თემად მიუთითოთ: Project Manager.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.