დასაქმების სააგენტო "Human Capital" აცხადებს ვაკანსიას წამყვანი სადაზღვევო კომპანიისათვის სრულ განაკვეთზე მომუშავე მობილური ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე (სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა სრული უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სავალდებულოა ავტომანქანის მართვის მოწმობის ქონა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- კარგი კომუნიკაციური უნარები;
-ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- არაკონფლიქტურობა;
-პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
-პუნქტუალურობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- 24 საათის განმავლობაში სასწრაფო შემთხვევებზე დაუყოვნებელი ვიზიტების განხორციელება თბილისის მასშტაბით;
- სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი დაზღვეული პაციენტის იდენტიფიცირების და მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით;
- დაზღვეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ჩატარებული პროცედურების შესახებ ინფორმაციის მოკრება/ანალიზი; მკურნალობის მეთოდების და დაგეგმილი მანიპულაციების შესაბამისობის დადგენა დაზღვეულის პოლისის/პროგრამის პირობებთან;
- საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ვიზიტის განხორციელება დამატებითი ინფორმაციის მოკრების მიზნით;
- მიღებული ინფორმაციის პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირება.
დამატებითი მოთხოვნა: სასურველია საკუთარი ავტომანქანის ქონა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ფოტო-სურათით ელექტრონულ მისამართზე: და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მობილური ჯგუფის მენეჯერი (ლათინური შრიფტით). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადები მიიღება 2011 წლის 30 დეკემბრამდე.