შ.პ.ს „Articles“ რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ამერიკული ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას მწერლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
-დღეში დაახლოებით 5-8, 500 სიტყვიანი ინგლისური სტატიის დაწერა მოცემულ თემაზე.
-მიღებული ინფორმაციის გაანალიზება
-ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და სტატიის სახით გადმოცემა.
-სტატიების გადამოწმება, ჩასწორება და მათი საბოლოო ვარიანტის მოწოდება.
მოთხოვნები:
-ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
-წერის ნიჭი
-კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა(MS Office Word, Windows, Internet, E-mail)
-პასუხისმგებლობის გრძნობა
-ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარი
-ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა
-დეტალებზე ორიენტირებულობა
ხელფასი: 800 ლარიდან
-ეს ვაკანსია არ მოითხოვს ოფისში ყოფნას, თქვენ საშუალება გაქვთ იმუშაოთ ნებისმიერი ადგილიდან.
-აუცილებელია რომ წერდეთ ძალიან კარგად, სტატიები იყოს ადვილად აღქმადი და წაკითხვადი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და თქვენ მიერ დაწერილი ინგლისურენოვანი სტატია ზე. (სტატიის გარეშე არ განიხილება თქვენი კანდიდატურა) გთხოვთ ასევე ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება,წინაღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პირველადი არჩევა ძირითადად მოხდება გამოგზავნილი სტატიის მიხედვით, ამიტომ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი საუკეთესო ნაშრომი. გასაუბრება დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.