კომპანია ''ჯი პი სი'' აცხადებს ვაკანსიას აფთიაქების ქსელის ტექნიკური (IT) მხარდაჭერის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
-აფთიაქების ქსელის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის კოორდინაცია;
-საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინცინდენტების (ხარვეზების) აღრიცხვის სისტემით აფთიაქებიდან შემოსული ინცინდენტების ნახვა, გაანალიზება, ინცინდენტების სისტემაში რეგისტრაცია იმ შემთხვევაში როდესაც ინცინდენტის კომუნიკაცია სისტემის გარდა სხვა საშუალებით ხდება (მაგ. ტელეფონით)
-ინცინდენტების შესაბამის IT თანამშრომელზე გადამისამართება
-ინცინდენტების აღმოფხვრის მსვლელობის მონიტორინგი
-აფთიაქების მენეჯერებთან უკუკავშირი ინცინდენტის აღმოფხვრის ვადასთან დაკავშირებით
-ინტერნეტის, ტელეფონის და მომსახურების სხვა მომწოდებლებთან ოპერატიული კომუნიკაცია თუ ინცინდენტის (ხარვეზის) წარმოშობა მათ მომსახურებას უკავშირდება, მათი დროული აღმოფხვრის კოორდინაცია და უზრუნველყოფა
-აფთიაქებთან, მათ მენეჯერებთან, რეგიონურ მენეჯერებთან კომუნიკაცია
-დასრულებული ინცინდენების დეტალური ანალიზი, ინცინდენტების კლასიფიკაცია, აღმოფხვრის გზების გაანალიზება, სისტემური გადაწყვეტილებების მოძიება
-ახალი აფთიაქების გახსნის დროს საპროექტო ჯგუფთან მოთხოვნების ჩამოყალიბება და შეთანხმება, და ამ მოთხოვნების შესრულების კოორდინაცია
არსებულ აფთიაქებში ქსელური და კომპიუტერული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კოორდინაცია
ძირითადი მოთხოვნები და უნარ ჩვენები:
-უმაღლესი ტექნიკური განათლება, ასევე, სასურველია განათლება მენეჯმენტში
-ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
-მსგავსი ტიპის კოორდინატორულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
-კომპიუტერული ტექნიკის, სისტემების, ქსელების კარგად ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: არაუგვიანეს 2012 წლის 10 თებერვლისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.