ს.ს. "ჩემი ოჯახის კლინიკა" "ალდაგი ბისიაი"-ს ჯგუფში შემავალი კომპანიაა და საქართველოში ყველაზე დიდ სამედიცინო ქსელს წარმოადგენს. ს.ს. "ჩემი ოჯახის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
უშუალო ხელმძღვანელი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.
დაქვემდებარებული პერსონალი: კოორდინაციას უწევს ქსელში შემავალი კლინიკების ადმინისტრაციის სპეციალისტებს (თანამშრომლების შერჩევის კომპონენტში).
მიმართულება: პერსონალის შერჩევა.
სპეციფიკა: პერიოდულად მგზავრობა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში.
ძირითადი მოვალეობები:
-სამედიცინო ქსელში არსებული ვაკანსიის დაგეგმვაში მონაწილეობა
-ვაკანსიის მართვა კომპანიის შესაბამისი პროცედურის შესაბამისად: სამუშაო აღწერილობის შედგენა, ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, კანდიდატების გადარჩევა, ინტერვიუ, ტესტირება.
-ადამიანური რესურსების (კანდიდატების) ბაზის მუდმივი განახლება.
-უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
-კადრების შერჩევის მიმართულებით სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
-უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების განხრით (ფსიქოლოგია, სოციოლოგია და სხვა)
-კვალიფიკაცია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში (დიპლომი ან სერტიფიკატი);
-MS Office, Outlook პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
-ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად; ინგლისური - კარგად; რუსული - სასურველია.
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
-ორგანიზებული
-ანალიზის უნარი
-გამართულად წერის უნარი
-დეტალების მიმართ ყურადღებიანი
-ადვილად ამყარებს ურთიერთობებს
-ვადებში მუშაობის უნარით
-დამარწმუნებელი კომუნიკაციით
-ინიციატივიანი.
გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: 2012 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "MFC recruiter".
გისურვებთ წარმატებას!