სუპარმარკეტების ქსელი "სმარტ რითეილი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე (თბილისი).
მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება;
-პერსონალის მართვის გამოცდილება;
-გაყიდვების პრინციპების, მერჩანდაიზინგის საფუძვლების, მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტის, ბრენდებს შორის არსებული ხარისხობრივი
უპირატესობების, მომსახურების სრული სპექტრის, რომელსაც "ს/ს სმარტი" სთავაზობს მომხმარებელს, "ს/ს სმარტის" მომხმარებელთა მომსახურების დადგენილი სტანდარტების, ორგანიზაციული სტრუქტურისა და თანამდებობრივი იერარქიის ცოდნა;
-კომპანიაში დოკუმენტებთან მუშაობისა და ბიზნეს-კომუნიკაციის უნარი;
-კომპანიაში მომწოდებელთან ურთიერთობის წესების ცოდნა;
-სავაჭრო ობიექტის მომგებიანობის გაანგარიშების ზოგადი მეთოდიკის, სახელფასო და ბონუსური ფონდის გაანგარიშების ფორმულის ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-მაღაზიის მენეჯერი პასუხისმგებელია დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებაზე, რომელსაც იღებს სუპერმარკეტების ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორისგან, წარუდგენს დასახულ გეგმას სავაჭრო ობიექტის თანამშრომელს და ორგანიზებას გაუკეთებს მათ შრომას დასახული გეგმის შესრულების მიზნით.
- სასაქონლო დანაკარგებისა და ჩამოწერის ნორმების დაცვა.
-მაღაზიის მენეჯერი ახორციელებს კონტროლს დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მხრიდან სამუშაო დისციპლინის დაცვაზე, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და უფლებამოვალეობების შესრულებაზე, მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების დაცვაზე. ზემოაღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში, აცნობებს სუპერმარკეტების ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორს.
-დღის დახურვის პროცედურას ახორციელებს დადგენილი წესის თანახმად;
-აკონტროლებს ცალკეულ პროდუქტებზე ფასმაჩვენებლების სისწორესა და კითხვადობას.
-აკონტროლებს თანამშრომელთა სამუშაოზე გამოცხადებას, წინასწარ გაწერილი შრომის გრაფიკის დაცვას, თანამშრომელთა ჩაცმულობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: 2012 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.