საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  DMG WEST LINES  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.   ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს დიზაინ სითი 
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  გუდვილი  შირნჰოფერი  თეგეტა მოტორსი  ალგანი  შპს.  
ინგლისური ენის სახლი  P/T/G  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტი  One World   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  
საგანმანათლებლო ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   Oxford House  საქართველოს უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი 
   ვაკანსია:

პროგრამისტი

   კომპანია:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

   განთავსებულია:  12 იან. 2012
   ბოლო ვადა:  20 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@napr.gov.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ინფორმაციული ტექნოლოგიები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საჯარო რეესტრი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა საქართველოში. მის სახელს უკავშირდება თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული არაერთი ამბიციური პროექტი, როგორც ქონების, ისე ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გამოკვლევის "Doing Business 2012" მიხედვით, მსოფლიო რეიტინგში 200-მდე ქვეყანას შორის საქართველო პირველია ქონების რეგისტრაციის ასპექტით, ხოლო მეშვიდეა ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით.

დღესდღეობით, ქონების რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიოში საუკეთესოდაა აღიარებული და ეს წარმატება დიდადაა განპირობებული უწყების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ძლიერი ინფრასტრუქტურითა და ადამიანური რესურსებით. საჯარო რეესტრის IT გუნდი საუკეთესო 40-მდე სპეციალისტითაა დაკომპლექტებული. არაერთი საერთაშორისო პროექტი და მუდმივი თრეინინგები ეხმარება ჩვენს სპეციალისტებს პროფესიულ ზრდაში, სერიოზული ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში.

ბოლო 5 წლის მანძილზე, საჯარო რეესტრის IT გუნდის მიერ განხორციელდა მრავალი პროექტი უწყების გარეთაც:

-აღსრულების ეროვნული სისტემის ავტომატიზაცია;
-ნოტარიუსების აქტების რეგისტრაციის პროგრამის შექმნა;
-არქივირების სისტემის ავტომატიზაცია;
-სახელმწიფო უწყებების მთლიანად ელექტრონულ შესყიდვებზე გადაყვანა;
-ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის შექმნა (ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამულმა უზრუნველყოფამ, რომელიც უკვე 10-მდე სამინისტროშია დანერგილი, ამ უწყებებში მთლიანად ჩაანაცვლა ქაღალდის დოკუმენტების მოძრაობა) და ა.შ.

ამჟამად, ჩვენ ვისახავთ კიდევ უფრო მასშტაბურ მიზნებს და ვაძლიერებთ IT გუნდს ამბიციური და ნიჭიერი IT სპეციალისტებით. დაგეგმილ პროექტებს შორისაა:

-ერთიანი დამისამართების სისტემის შექმნა;
-ელექტრონული რუკების ავტომატიზაციის სისტემის შექმნა;
-ვირტუალური ქონების ბირჟის შექნა;
-სხვადასხვა სტატისტიკური მოდულების შექმნა;
-ქართული წარმოების ERP სისტემის შექმნა და სხვა.

ჩვენს გუნდში მუშაობა საუკეთესო შანსია წარმატებული კარიერის შესაქმნელად. ჩვენ ვეძებთ როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ პროგრამისტებს.

გისურვებთ წარმატებებს!

სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში ცხადდება კონკურსი პროგრამისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სათაო ოფისი.

სამუშაოს აღწერა: ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა.

განათლება: უმაღლესი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, მათემატიკაში ან ფიზიკაში;
-ალგორითმირების მაღალ დონეზე ცოდნა;
-სასურველია ან Java ტექნოლოგიასთან მუშაობის გამოცდილება ან ობიექტზე ორიენტირებულ PHP-სთან მუშაობის გამოცდილება;
-სასურველია Delphi-ის ცოდნა;
-მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია Oracle-თან.

პერსონალური უნარები:

-მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები;
-კომპიუტერული ქსელების, სერვერების და პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
-სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
-ანალიტიკური აზროვნება;
-კომუნიკაბელურობა;
-პრესისა და რთული სამუშაო პირობების შემთხვევაში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
-გუნდური მუშაობის უნარი.

საკონკურსო თემატიკა: ინფორმაციული ტექნოლოგიები.
კონკურსის ფორმა: გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ ან მოიტანონ ავტობიოგრაფია ან CV ფოტოსურათით, 2012 წლის 20 იანვრის ჩათვლით, შემდგომ მისამართზე: თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ჩხეიძის ქ. 2. ელ-ფოსტა: vacancy@napr.gov.ge (გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ იმ საკონკურსო პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით პირად მონაცემებს; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა, სამწუხაროდ, არ განიხილება).

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige