შპს "რომპეტროლ საქართველო"აცხადებს ტენდერს შესყიდვის ობიექტი - ტალონების დაბეჭდვა
1. შესყიდვის ობიექტის აღწერილობა:
რაოდენობა: სხვადასხვა სახეობის საწვავის ერთი ტიპის ტალონი მაქსიმალური ოდენობით 5,000,000 ცალი
დახასიათება: სპეციალურ დაცულ ქაღალდზე დაბეჭდილი თითოეული ტალონი უნდა იყოს აღჭურვილი ბარკოდით, “წყლის ნიშნით”, ჰოლოგრამით და უნიკალური ნომრით.
მოწოდების ვადა: მოწოდება უნდა მოხდეს 2012 წლის განმავლობაში პარტიებად, შესაბამისი შეკვეთიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა.
2. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ რეგისტრირებულ ფიზიკურ და iურიდიულ პირს.
3. სატენდერო წინადადების და საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენა უნდა მოხდეს ქართულ და ინგლისურ ენაზე, დახურულ კონვერტში არაუგვიანეს 2011 წლის 23 დეკემბრის 16:00 საათისა კომპანიის სათაო ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა 39/41.
4. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგს:
იურიდიული პირებისთვის:
-ცნობა საგადასახადო ორგანოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
-ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმე
-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
რეგისტრრებული ფიზიკური პირებისთვის:
ცნობა სასამართლოდან პირის ქმედუნარიანობის შესახებ
როგორც რეგისტრირებული ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის:
პრეტენდენტის დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ტელეფონი/ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის სახელი და გვარი
ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ
ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;
5. სატენდერო წინადადება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
შეფასების კრიტერიუმი
-სატენდერო წინადადების ღირებულება
-მომსახურების ოპერატიულობა
-გამოცდილებია
-ტექნიკური შესაძლებლობები
6. სატენდერო წინადადება არ დაიშვება შეფასებისთვის თუ პრეტენდენტი მე-3 პუნქტში დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადების მე-4 პუნქტში მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაცით მოთხოვნილ პირობებს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული არ იქნება შეფასებისთვის აუცილებელი ინფორმაცია მე-5 პუნქტში განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
7. სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2011 წლის 26 დეკემბერს 14:00 საათზე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ტენდერში მონაწილეებს ეცნობებათ წერილობით.
8. ტენდერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს “რომპეტროლ საქართველოს” სათაო ოფისისში, შესყიდვების დეპარტამენტში. (ქვემოთ მითითებულ მისამართზე) სამუშაო დღეებში, 10:00-19:00 საათამდე:
ქ. თბილისი, ნავთლუღის ქ. N39/41
ტელ. - ფაქსი: (+995 32)2910727, 2910763
საკონტაქტო პირი: იანა მანჯავიძე
ელ. ფოსტა: