მცირე და საშუალო ბიზნესის კონსალტინგი (a.k.a SMEC) აცხადებს ვაკანსიას 1C-ის სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ. 20
სამუშაო განაკვეთი: არასრული
სამუშაოს აღწერილობა:
-1C პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა
-კონფიგურირება
-მონიტორინგი
-1C პროგრამაში მონაცემების იმპორტი და ინფორმაციის სისწორის კონტროლი
-1C მომხმარებელთა ტექნიკური კონსულტირება და მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
-ინფორმაციული ტექნოლოგიების თეორიის და საფუძვლების, ქსელის აგების პრინციპების და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების ცოდნა
-1С სისტემის მაღალ დონეზე ცოდნა და სამუშაო გამოცდილება
აუცილებელი უნარები:
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
-დისციპლინირებულობა
-ორგანიზებულობა
-გუნდური მუშაობის კულტურა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.