მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ტენდერს სხვადასხვა სახის მართვის პროგრამული სისტემების შესაძენად:
-ადამიანური რესურსების მართვის პროგრამული სისტემა (HRMS)
-ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის აღრიცხვის პროგრამული სისტემა
-შიდა დოკუმენტაციის აღრიცხვისა და ადმინისტრირების პროგრამული სისტემა.
"კრისტალი" წარმოადგენს 1998 წელს ქ. ქუთაისში დაფუძნებულ ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მცირე სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. დღეისათვის "კრისტალი" მართავს 21 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელს და ემსახურება 10,000-ზე მეტ კლიენტურას საქართველოს 5 რეგიონში, 16 რეგიონული ფილიალისა და სერვის-ცენტრის მეშვეობით.
2012 წლიდან "კრისტალი" გეგმავს რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემების დანერგვას, რაც დაეხმარება კომპანიას ეფექტურ ადმინისტრირებაში.
ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
-ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ; კომპანიის კლიენტების ჩამონათვალი; ასევე მიუთითეთ სხვადასხვა წყაროები ან ვებ-გვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი ინფორმაციის ნახვა;
-სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);
-შეთავაზებული პროგრამის ფუნქციონალური აღწერილობა, ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები. სასურველია დემო-ვერსიის მოწოდება;
-ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლებლობის აღწერა;
-პროგრამული უზრუნველყოფის, დანერგვის, ლიცენზირების და ა.შ. ღირებულება;
-ანგარიშსწორების გრაფიკი;
-პროგრამის დანერგვის ვადები, გარანტიები.
შესაძლებელია განაცხადის წარდგენა როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთიანი პროგრამული სისტემის შეთავაზებით (რომელიც მოიცავს ორ ან სამივე ელემენტს ერთად).
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტის სახით, 2012 წლის 31 იანვრის 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე:
ქუთაისი, თამარ მეფის 72
ტელ: +995 431 241652
ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი"
დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: