კომპანიას "კლასიკა" ესაჭიროება
სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდები ფილიალის მენეჯერის ვაკანსიაზე.
კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.
გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.
ხელფასი: 500-900 ლარი, ბონუსების გათვალისწინებით. კომპანია ითვალისწინებს ხელფასისა და პროფესიულ ზრდას.
აუცილებელი მოთხოვნები:
-დახვეწილი მეტყველება;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (ექსელში ტესტირება)
- ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
- ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები;
- გაყიდვების ორგანიზების გამოცდილება;
- საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი;
- უმაღლესი განათლება;
-უცხო ენის ცოდნა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
- ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა);
-
რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის
რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის
მობილური).
(ამ მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება)
მოვალეობები:
- ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
- კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
- ინვენტარიზაცია;
- დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში;
- გაუწიოს თანამშრომლებს ზედამხედველობა და კონტროლი
- სხვა ვალდებულებები საქმიანობიდან გამომდინარე.
-გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე არჩეული კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან უფასო ტრენინგებს.
-ეტაპის გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ ხელშეკრულება და
გაივლიან ერთ თვიან სტაჟირება–სწავლების ეტაპს ხელფასით 300 ლარი.
-მე–2 ეტაპის გავლის შემდეგ დაეინშნებათ ხელფასი 500 ლარი +
ბონუსები სხვადასხვა სახის, საშუალოდ 900 ლარამდე რეიტიგიდან
გამომდინარე.ხელშეკრულების დარღვევისას გათვალისწინებულია სანქციები.
-პერსონალის დაწინაურება მაღალანაზღაურებად პოზიციაზე მოხდება
ინდივიდუალურად, -კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:30-დან 20:00 საათამდე; 2 დასვენების დღე.
გათვალისწინებულია მსუბუქი ლანჩი კომპანიის ხარჯზე.
დაინტერესებულმა
კანდიდატებმა სასურველია მოგვაწოდონ CV, აუცილებლად 3x4 ზომის სურათთან
ერთად, მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #51, ან გამოაგზავნონ
ელ. ფოსტით მისამართზე: არა უგვიანეს 2011 წლის 28 დეკემბრისა.
ორივე
შემთხვევაში, სურათის გარეშე CV არ განიხილება. არჩევისას უპირატესობა
მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ადგილზე, პირადად წარმოადგენენ საკუთარ
CV-ს.
ტელეფონით ინფორმაცია არ გაიცემა. დამატებითი ინფორმაციის
მისაღებად გთხოვთ, მობრძანდეთ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი
#51