საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
პროფკურორტი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  DMG WEST LINES  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს.   ქეა  შპს.  
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  გუდვილი  შირნჰოფერი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თეგეტა მოტორსი 
სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  საგანმანათლებლო ცენტრი   One World   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   Oxford House  ბიდისი აკადემია  საქართველოს უნივერსიტეტი  
აიელსი  ინგლისური ენის სახლი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  P/T/G  კავკასიის აკადემიური ცენტრი 
   ვაკანსია:

გაყიდვების მენეჯერი

   კომპანია:

კლასიკა

   განთავსებულია:  5 იან. 2012
   ბოლო ვადა:  20 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  sale@classica.com.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

გაყიდვები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

კომპანიას კლასიკა აცხადებს ვაკანსიას სასიამოვნო გარეგნობის   გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.

ხელფასი: 400-900 ლარი, ბონუსების გათვალისწინებით. კომპანია ითვალისწინებს ხელფასისა და პროფესიულ ზრდას.

აუცილებელი მოთხოვნები:
-დახვეწილი მეტყველება
-საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (ექსელში ტესტირება)
-ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები
-ლიდერული და კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები
-გაყიდვების ორგანიზების გამოცდილება
-საბუთებთან მუშაობის ცოდნა და დამკვეთებთან მოლაპარაკების უნარი
-უმაღლესი განათლება
-უცხო ენის ცოდნა (სასურველია; უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ)
-ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (აუცილებელი პირობა)
-რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მიიღება კომპანიის პირველი პირის რეკომენდაცია, სახელი, გვარი, ორგანიზაციის ტელეფონი და რეკომენდატორის მობილური)

(ამ მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება)

მოვალეობები:
-ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე
-კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი
-ინვენტარიზაცია
-დაეხმაროს კომპანიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მართვაში
-გაუწიოს თანამშრომლებს ზედამხედველობა და კონტროლი
-სხვა ვალდებულებები საქმიანობიდან გამომდინარე

გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე არჩეული კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან უფასო ტრენინგებს. ეტაპის გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ ხელშეკრულება და გაივლიან ერთ თვიან სტაჟირება–სწავლების ეტაპს ხელფასით 300 ლარი.

მე–2 ეტაპის გავლის შემდეგ დაეინშნებათ ხელფასი 400 ლარი + ბონუსები სხვადასხვა სახის, საშუალოდ 900 ლარამდე შესაძლებლობებიდან, ცოდნიდან, უნარიდან და რეიტინგიდან გამომდინარე. ხელშეკრულების დარღვევისას გათვალისწინებულია სანქციები.

პერსონალის დაწინაურება მაღალანაზღაურებად პოზიციაზე მოხდება ინდივიდუალურად, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიხედვით.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:30-დან 20:00 საათამდე; 2 დასვენების დღე.
გათვალისწინებულია მსუბუქი ლანჩი კომპანიის ხარჯზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სასურველია მოგვაწოდონ CV, აუცილებლად 3x4 ზომის სურათთან ერთად, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №14ბ, ან გამოაგზავნონ ელ. ფოსტით მისამართზე: sale@classica.com.ge არაუგვიანეს 2012 წლის 20 იანვრისა.

ორივე შემთხვევაში, სურათის გარეშე CV არ განიხილება. არჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ადგილზე, პირადად წარმოადგენენ საკუთარ CV-ს.

ტელეფონით ინფორმაცია არ გაიცემა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მობრძანდეთ მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №14ბ.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige