თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე
მოლარე-ოპერატორი (დროებითი თანამშრომელი) - საოპერაციო განყოფილება.
ცენტრი - რუსთავი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
-უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური)
-უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
-ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
ფუნქცია - მოვალეობები:
-კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება
-კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება
-ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება
-ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირება
-უნაღდო კონვერტაციების წარმოება
-გადარიცხვების, მათ შორის სწრაფი გადარიცხვების ოპერაციების წარმოება
-სწრაფი გზავნილების განაღდება
-კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება
-პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
-საბანკო და სამგზავრო ჩეკეთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
უნარები:
-თავაზიანი
-დაკვირვებული
-სწრაფი
-პასუხისმგებლიანი
-გუნდური
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია თიბისი ბანკის ვებგვერდზე შემდეგ ბმულზე:
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - მოლარე-ოპერატორი - რუსთავი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 თებერვალი.