ჰოლდინგური კომპანია \"თეგეტა მოტორსი\" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის ადმინისტრირებისა და კომპენსაციების მენეჯერის პოზიციაზე.
განათლება/პროფესიული გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ბიზნეს ადმინისტრირების განხრით)
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამავე პოზიციაზე
-პრაქტიკული გამოცდილება სახელფასო სისტემის დანერგვაში და/ან თანამშრომელთა შეფასების სისტემის და კომპენსაციების სისტემების ადმინისტრირებაში
- MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა (განსაკუთრებით საჭიროა Excel-ის კარგი ცოდნა)
-რუსული და ინგლისური ენების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
-მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა
- კონცენტრაციის უნარი
- ორგანიზებულობა
-პუნქტუალურობა
ძირითადი მოვალეობები:
-სახელფასო, ბონუსების და არამატერიალური მოტივაციის სისტემების ადმინისტრირება, განვითარების უზრუნველყოფა
-თანამშრომლების საქმიანობის შეფასების სისტემის ადმინისტრირება და განვითარების უზრუნველყოფა
-შეფასების პროცესის მუდმივი კონტროლი, გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ტექნიკური მხარდაჭერა
-შეფასების შედეგებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა
- კვლევების ორგანიზება მოტივაციის სისტემების სრულყოფის მიზნით
-ანალიტიკური პარამეტრების შემუშავება და HR რეპორტების მომზადება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზუმე მისამართზე: არა უგვიანეს 2011 წლის 30 დეკემბრისა. გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.