თანამდებობის დასახელება: შაორ ჰესის მემონტაჟე–შემდუღებელი
კომპანია: სს ენერგო–პრო ჯორჯია
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2012 წლის 10 მარტი
სამუშაო ადგილი: შაორ ჰესი, ქ.ტყიბული
სს ენერგო-პრო ჯორჯია აცხადებს კონკურსს შაორ ჰესის მემონტაჟე–შემდუღებლის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
ამოცანები და მოვალეობები:
-სამონტაჟო და საშემდუღებლო სამუშაოების წარმოება ჰესის ობიექტზე
-სამონტაჟო და საშემდუღებლო სამუშაოების წარმოება ტექნიკური ექსპლოატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვით
-ვალდებულია იცოდეს დენთან მუშაობის სპეციფიკა.კარგად ერკვევოდეს ელექტრო შედუღების აპარატის მუშაობის პრინციპებში,და აგრეთვე იცოდეს გაზით შედუღება
-ერკვევოდეს ლითონების სტრუქტურაში, თერმო და მექანიკური დამუშავების თავისებურებებში
საჭირო კვალიფიკაციო
-ტექნიკური განათლება
-სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
-რუსული ან ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა
-გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს `ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა #1, 2012 წლის 10 მარტის 18 საათამდე
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.