გუდვილი აცხადებს ვაკანსიას კვების წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
-წარმოებისთვის აუცილებელი ნორმატიული და მეთოდური მასალების ცოდნა
-ახალი პროდუქციის ძიება და ახალი რეცეპტურის შემუშავება
-წარმოების პროცესისათვის აუცილებელი სასურსათო ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების -საჭიროების განსაზღვრა და მარაგების კონტროლი
-მოწოდებული ნედლეულის ხარისხის, პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიების, ნედლეულის ჩაშვების ნორმების კონტროლი
-ახალი ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვა და ტექნოლოგიური პროცესების მუდმივი კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (ზოგადი პროფილის კვების ტექნოლოგიის დარგში)
-მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
-სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა -და ნედლეულზე
-რუსული და ინგლისური ენის აუცილებელი ცოდნა
-ანალიტიკური აზროვნების უნარი
-გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2012 წლის 14 იანვრამდე.
ელექტრონული წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.