გუდვილი აცხადებს ვაკანსიას კვების წარმოების კოორდინატორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
-საწარმოო პროცესების სწორი ორგანიზება და მართვა
-რეალიზაციის მოთხოვნების მიხედვით სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე წარმოების პროცესის კოორდინაცია
-წარმოებული პროდუქციის სავაჭრო დარბაზში დროულად და კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით განთავსება
-მატერიალური ფასეულობების შენახვის, სტანდარტების და ტექნიკური პირობების კონტროლი
-სამუშაო პროცესების რაციონალიზაცია
-წარმოების სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების მდგომარეობის კონტროლი
-დარღვევების ანალიზი და ადმინისტრაციული ზომების მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება კვების წარმოების სფეროში
-მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება წარმოების სფეროში
-MC Office პროგრამების ცოდნა
-სასურველია ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
-ლიდერობის უნარი
-გუნდური მუშაობის უნარი
-ორგანიზებულობა
-დეტალების მიმართ ყურადღება
-სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2012 წლის 14 იანვრამდე.
ელექტრონული წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.