ს.ს. "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე (საცალო გაყიდვების მიმართულებით).
სამუშაო ადგილი: "ალდაგი ბისიაის" მომსახურების დესქი საქართველოს ბანკის ფილიალებში, ქ. თბილისი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება, საკომისიო და საბონუსე სქემა.
ბიზნეს მიმართულება: საცალო გაყიდვები.
პასუხისმგებლობები:
- "ალდაგი ბისიაის" საცალო მომსახურების ოფისში მოსული კლიენტებისთვის სადაზღვევო პირობების ახსნა, მათი ინფორმირება კომპანიის საცალო პროდუქტების შესახებ;
-პოლისის გაცემისთვის საჭირო ინფორმაციის პროგრამული ასახვა;
-პოტენციური კლიენტების მოძიება;
-უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
-სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან კლიენტების მომსახურების სფეროში.
-უმაღლესი განათლება, ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
-ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად; ინგლისური - სასაუბრო და წერა-კითხვის უნარი; რუსული - სასურველია.
-MS Office და Outlook პროგრამების კარგად ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
-ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი
-გამართულად მეტყველების უნარი
-მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
-ორგანიზებული
-პასუხისმგებლობის გრძნობით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო სურათი ელექტრონულ მისამართზე:2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ "Sales Officer" გრაფაში subject line.