ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემების სფეროში ლიდერი კომპანია "IBS" (ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები) აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტბრუნვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
-დოკუმენტბრუნვის პროგრამის შესწავლა და ადაპტირების პროცესში მონაწილეობა;
-დოკუმენტბრუნვისა და პროცესების ავტომატიზაციის პროექტებში ბიზნეს კონსულტანტის როლის შესრულება:
-დამკვეთი კომპანიის ბიზნეს პროცესებისა და აღრიცხვის მეთოდოლოგიის დეტალური შესწავლა/აღწერა;
-დამკვეთის ბიზნეს-პროცესების არსებული მოდელის დამუშავება და ოპტიმიზაცია;
-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
-დამკვეთი კომპანიის საპროექტო ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობა და კონსულტაციების გაწევა/მხარდაჭერა;
-დამკვეთისათვის ადაპტირებული სისტემის შესახებ ტრენინგების ჩატარება;
-პროგრამული საკითხების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა;
-ადაპტირებული სისტემის ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ, თანხლებისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობა;
-პროგრამის ლოკალიზაციისა და დანერგვის პროცესში განხორციელებული აქტივობების შესახებ ხელმძღვანელობისათვის დეტალური ანგარიშების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (სასურველია კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში);
-დოკუმენტბრუნვის მიმართულებით მმართველ პოზიციაზე (ადმინისტრაცია/კანცელარია) მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;
-დოკუმენტბრუნვის სააღრიცხვო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
-დოკუმენტბრუნვის პროგრამის დანერგვის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება (სასურველია);
-რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
-კომპანიაში არსებული სტანდარტების სწრაფი ათვისების უნარი;
-საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
-ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-ორგანიზებულობა;
-გუნდში მუშაობის უნარი;
-დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმა:და გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე:(გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დოკუმენტბრუნვის სპეციალისტი").
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 იანვარი, 2012