შპს "ჰერმესი" წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ საწარმოს. საწარმო აცხადებს ვაკანსიას ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ-დან 17 სთ-მდე, შესვენების გარეშე; შაბათი 10 სთ-დან 13 საათამდე, შესვენების გარეშე.
სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:
მომხმარებლისთვის დაკრძალვის რიტუალთან დაკავშირებული ყველა სახის
სამუშაოსა და მომსახურეობის შეთავაზება; სატელეფონო-საინფორმაციო
მომსახურების გაწევა; ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების
შესახებ; კონსულტაციის გაწევა მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე
და სხვა; ჭირისუფალთა შეკვეთების მიღება საფლავის გამოყოფასთან
დაკავშირებით და სხვა სარიტუალო მომსახურეობის გაფორმება.
განათლება:
- სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ნებისმიერი პროფილით);
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა საშუალო სალაპარაკო დონეზე (სასურველია ინგლისური ენის ცოდნა);
- MS Office პროგრამების ცოდნა; მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გამართულად მეტყველება;
- ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
- პრობლემის გადაწყვეტის უნარი (საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში);
- თვითგანვითარების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ჯგუფთან მუშაობის უნარი;
- დაკისრებული სამუშაოს დროული და კორექტული შესრულების უნარი.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
სახელფასო განაკვეთი: 500-600 ლარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: d.linchiki@hermes.tbilisi.gov.ge 2012 წლის 8 იანვრის ჩათვლით. "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს.
საკონტაქტო ტელეფონი: 577 977782.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.