საქართველოს არასამთავრობო ასოციაცია "ჰერა XXI" მხარს უჭერს მოხალისეთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით და უზრუნველყოფს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციას და სერვისებზე სრულ ხელმისაწვდომობას, რომელიც იცავს თითოეული ადამიანის სქესობრივ უფლებებს და მიზნად ისახავს მარგინალიზებული მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მტკიცებულებებზე დამყარებული პრაქტიკა და მდგრადი დემოკრატიული განვითარება არის ჩვენი საქმიანობის საფუძველი.
ასოციაცია "ჰერა XXI" აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს. სტაჟიორობის ხანგრძლივობა ორი თვეა და არის უფასო. აღნიშნული პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოგეცემათ საშუალება, დასაქმდეთ ასოციაცია "ჰერა XXI"-ში.
სტაჟიორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-აინტერესებდეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფერო;
-იყოს პუნქტუალური და დისციპლინირებული;
-იზიარებდეს დემოკრატიულ პრინციპებს გენდერულ თანასწორობასთან, რეპროდუქციულ და სქესობრივ უფლებებთან მიმართებაში;
-ჰქონდეს ტოლერანტული დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ;
-ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა (გრამატიკული წერა);
-ქართული ენის სრულფასოვანი ცოდნა;
-თარგმნის უნარი;
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების, მათ შორის "PowerPoint"-ის სრულყოფილად ცოდნა;
-მუშაობა ინტერნეტში და ელექტრონული ფოსტით სარგებლობა.
სტაჟიორად შერჩევის დროს პრიორიტეტი მიენიჭება სამედიცინო განათლების მქონე, აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს 22-დან 30 წლამდე (მათ შორის ბოლო კურსის სტუდენტები).
მსურველებმა მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე: გამოაგზავნეთ CV და თქვენთან დასაკავშირებელი კოორდინატები. დაგიკავშირდებით თქვენს მიერ მოწოდებულ მისამართზე (ტელეფონი/ელ ფოსტა) და გაცნობებთ გასაუბრების თარიღს.