საქართველოს არასამთავრობო ასოციაცია "ჰერა XXI" მხარს უჭერს მოხალისეთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით და უზრუნველყოფს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციასა და სერვისებზე სრულ ხელმისაწვდომობას, რომელიც იცავს თითოეული ადამიანის სქესობრივ უფლებებს და მიზნად ისახავს მარგინალიზებული მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მტკიცებულებებზე დამყარებული პრაქტიკა და მდგრადი დემოკრატიული განვითარება არის ჩვენი საქმიანობის საფუძველი.
ასოციაცია "ჰერა XXI" აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს. სტაჟირების ხანგრძლივობა ორი თვეა და არის უფასო. აღნიშნული პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოგეცემათ საშუალება, დასაქმდეთ ასოციაციაში "ჰერა XXI".
სტაჟიორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-აინტერესებდეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფერო;
-იყოს პუნქტუალური და დისციპლინირებული;
- იზიარებდეს დემოკრატიულ პრინციპებს გენდერულ თანასწორობასთან, რეპროდუქციულ და სქესობრივ უფლებებთან მიმართებაში;
-ჰქონდეს ტოლერანტული დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ.
-ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა (გრამატიკული წერა);
-ქართული ენის სრულფასოვანი ცოდნა;
-თარგმნის უნარი;
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების, მათ შორის PowerPoint-ის სრულყოფილად ცოდნა;
-ინტერნეტში მუშაობისა და ელექტრონულ ფოსტით სარგებლობის ცოდნა.
სტაჟიორად შერჩევის დროს პრიორიტეტი მიენიჭება სამედიცინო განათლების, აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს 22-დან 30 წლამდე (მათ შორის ბოლო კურსის სტუდენტები).
მსურველებმა გამოგზავნეთ CV და თქვენთან დასაკავშირებელი კოორდინატები მისამართზე: . დაგიკავშირდებით თქვენს მიერ მოწოდებულ მისამართზე (ტელეფონი/ელფოსტა) და გაცნობებთ გასაუბრების თარიღს.