ჰაიდელბერგცემენტი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და აგრეგატების წარმოებაში, როგორც სამშენებლო მასალების ერთ–ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 53,000 ადამიანი მის კუთვნილ 2,400 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული.
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია, ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის წევრი კომპანია ცემენტის წარმოების დარგში, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ენერგეტიკოსის თანამდებობაზე:
ადგილმდებარეობა: ქ. კასპი (ცემენტის ქარხანა)
ძირითადი მოვალეობები:
- ქარხნის ენერგო დანარდგარების და მოწყობილობების სწორი, გამართული ექსპლოატაცია, ენერგორესურსებით მომარაგება
- ენერგეტიკული მეურნეობის და მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მუშაობის დაგეგმვა, ენერგო დანადგარების, ქსელების, კომუნიკაციების სარემონტო სამუშაოების შედგენა და მათი შესრულების კონტროლი
- რემონტებისთვის საჭირო მასალების, სათადარიგო ნაწილების და მოწყობილობებზე წლიური გრაფიკების–განაცხადების შედგენა და კონტროლი
- ელექტრო სისტემის რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციის პროექტების განხილვასა და შედგენაში, მოქმედი ენერგო ობიექტების რეკონსტრუქციაში მონაწილეობა
- ენერგო დანადგარების ეკონომიურად, საიმედოდ მუშაობის უზრუნველყოფა, ავარიების თავიდან აცილების მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა
- დაქვემდებარებული მუშა–პერსონალისათვის ძირითადი სამუშაო გეგმების დამტკიცება, კონტროლი და ტრენინგების ჩატარება თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შემდგომში გაღრმავების მიზნით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტრო, ელექტრო–მექანიკური, ენერგეტიკული)
- მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში (სასურველია მსხვილ საწარმოში)
- უცხო ენები: რუსულის ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია ინგლისური ენა)
- MS Office Word, Excel, Outlook, სასურველია MS Project, SAP MM, AutoCAD
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ადაპტურობა და სტრესის მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: ან მოიტანოთ სათაო ოფისში (მის.: ლერმონტოვის ქ. 18, თბილისი 0105 საქართველო).
გთხოვთ ელ–ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 14 ნოემბერი, 2011 .