"ჰაიდელბერგცემენტი" ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და აგრეგატების წარმოებაში, როგორც სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 53,000 ადამიანი მის კუთვნილ 2,400 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული.
"ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების კატეგორიების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს ქარხნების მომარაგება მათ მიერ მოწოდებული განაცხადების საფუძველზე.
- მოახდინოს ბაზრის ანალიზი საუკეთესო პირობების და ფასების დადგენის მიზნით.
- შეათანხმოს ტექნიკურ დეპარტამენთან და აკონტროლოს მოთხოვნილი შესასყიდი მასალების და/ან მომსახურების ზუსტი ტექნიკური აღწერილობა ან ტექ. დავალება.
- აკონტროლოს შესყიდვაზე ან სერვისზე გაფორმებული კონტრაქტების სიზუსტე, კომპანიისთვის მისაღებ პირობებზე
- მოახდინოს შესყიდვის პროცესის მთლიანი ციკლის ადმინისტრირება და კონტროლი
- აწარმოოს შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულ საქონელზე მომწოდებლის მოძიება როგორც საქართველოს შიდა ბაზარზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
- აწარმოოს მოლაპარაკება შესყიდვების პირობებზე მომწოდებელთან (როგორც მასალებზე, ასევე მომსახურებაზე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი
- 5 წლის სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში
- დამატებითი ტექნიკური და ელექტრო საინჟინრო ცოდნა ჩაითვლება პლიუსად
- კომუნიკაციის უნარ ჩვევები, პასუხისმგებლობის გრძნობა
- ინგლისური, რუსული და ქართული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office programs, Outlook, Internet and e-mail)
- ორგანიზაციული და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის ნიჭი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: ან მოიტანოთ სათაო ოფისში (მის.: ლერმონტოვის 18, თბილისი). გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 3 ივნისი.