ჰაიდელბერგცემენტი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და აგრეგატების წარმოებაში, როგორც სამშენებლო მასალების ერთ–ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 53,000 ადამიანი მის კუთვნილ 2,400 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული.
შპს „ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია“ აცხადებს ბეტონმზიდის მძღოლის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები და მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა, კატეგორია B, C
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
- პროდუქციის (ბეტონის) გადაზიდვა თბილისში და მის ფარგლებს გარეთ
- მიმაგრებული ავტომანქანის მოვლა/ზედამხედველობა
- საწვავ-საპოხი მასალის დონეების მუდმივი კონტროლი
- ავტომანქანის მცირე მექანიკური სამუშაოების ჩატარება (რემონტი)
- ავტომანქანის რეგულარულად რეცხვა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება
- თავისუფალ დროს ქარხნის ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალის დახმარება შიდა სამუშაოებში საჭიროებისამებრ
ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: ან მოიტანოთ ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას სათაო ოფისში (მის.: ლერმონტოვის ქ. 18, თბილისი )
გთხოვთ ელ–ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 19 აგვისტო, 2011.