"ჰაიდელბერგცემენტი" ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და აგრეგატების წარმოებაში, როგორც სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 53,000 ადამიანი მის კუთვნილ 2,400 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული.
შპს "ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯია", "ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის" წევრი კომპანია ბეტონის წარმოების დარგში, აცხადებს ვაკანსიას ბეტონმზიდის მძღოლის პოზიციაზე (3 ვაკანტური ადგილი).
ძირითადი მოვალეობები და მოთხოვნები:
-მართვის მოწმობა, კატეგორია B, C
-მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
-პროდუქციის (ბეტონის) გადაზიდვა თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
-მიმაგრებული ავტომანქანის მოვლა/ზედამხედველობა
-საწვავ-საპოხი მასალის დონეების მუდმივი კონტროლი
-ავტომანქანის მცირე მექანიკური სამუშაოების ჩატარება (რემონტი)
-ავტომანქანის რეგულარულად რეცხვა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება
-თავისუფალ დროს ქარხნის ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალის დახმარება შიდა სამუშაოებში, საჭიროებისამებრ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: ან მოიტანოთ "ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას" სათაო ოფისში (მის: ლერმონტოვის ქ. 18, თბილისი). გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 27 იანვარი, 2012 წ.