შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე, პოზიციაზე შიდა აუდიტი.
მდებარეობა: თბილისი.
უფლება - მოვალეობანი:
- აუიდიტის ეფექტური მუშაობისათვის საჭირო ოპერაციული, ინფორმაციული
ტექნოლოგიების, ფინანსური და უსაფრთხოების პროექტების
ჩამოყალიბება/განვითარება.
- აუდიტის პროგრამის დაგეგმვა და შიდა კონტროლის ეფექტურობისა და ქმედითობის ანალიზის შეფასება
- კომპანიის ყველა მიმართულებით გეგმიური წლიური აუდიტორული პროექტის შესრულება.
- კომპანიის ფარგლებში საველე სამუშაოების შესრულება
- ოპერაციული,მენეჯერული პროცესების ანალიზი და სისტემის ეფექტურობისა და
ქმედითობის კონტროლი, გაუმჯობესებისა და დამატებითი რეკომენდაციების
შეთავაზების მიზნით;
- კომპანიის მიმდინარე ოპერაციებისა და პროცესების შეწყობის გარანტია კომპანიის პოლიტიკასთან და პროცედურებთან;
- მონაწილეობის მიღება ახალი ინფორმაციული სისტემების ჩამოყალიბებაში იმისათვის რომ მართვა გახდეს ეფექტური და ქმედითი
- კონტროლისა და პროცესების სისუსტეების იდენტიფიკაცია და რეკომენდაციის მოწოდება
- რეკომენდაციების მომზადება ყველა დონის მენეჯმენტისათვის, მასალებსა და დოკუმენტალურ ფაქტებზე დაყრდნობით
- ხელმძღვანელობისათვის შედეგების პრეზენტაცია, რეკომენდაციებისა და დასკვნების მიმოხილვა;
- ხელმძღვანელობასთან და თანამშრომლებთან თავაზიანი და ეფექტური ურთიერთობის დამყარება
- აუდიტის რეპორტის დრაფტის მომზადება ქართულ და ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე;
- კომპანიის ISO აუდიტში მონაწილეობის მიღება
- წლის ბოლოს საინვენტარო ბალანსის მომზადება გარე აუდიტებისათვის;
- გამორჩენილი რეკომენდაციების მომზადება და შემდგომი განხორციელება
- აუდიტის სერვისის სტატუსის რეპორტის მომზადება ხელმძღვანელობის და გარე აუდიტისთვის
- დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული პროგრამით სწავლა, აუდიტის თანამედროვე პრინციპების მისაყოლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
- ACCA-ს მეორე დონის სერთიფიკატი;
- სულ მცირე სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე კერძო კომპანიაში;
- ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის მართვის და შიდა კონტროლის კარგი ცოდნა;
- ტექნიკის, ინფორმაციული სისტემების და ქსელის ცოდნა
- ბიზნეს მიზნების და სხვადასხვა კომპლექსური გარემოს ცოდნა, როგორიცაა
ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები, ადამიანური რესურსები და
ოპერაციები;
- კრეატიული და კონსტრუქციული აზროვნების უნარი, შიდა პროცესების
კონტროლის, პროცედურებისა და პოლიტიკის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების
შეთავაზების მიზნით;
- ინიციატივის, დამოუკიდებლობის, ადაპტაციისა და მსჯელობის უნარი;
- კომუნიკაბელურობის და კარგი მოსმენის უნარი, ეფექტური ურთიერთობისთვის ყველა დონის მენეჯერთან და თანამშრომელთან;
- დროის 20% რეგიონალური მივლინებები
- ინგლისური და/ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
- კარგი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- სიახლეებთან ადვილად ადაპტირების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის უნარი, შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა;
- ჯგუფში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: არა უგვიანეს 2011 წლის 30 ივნისისა.
გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.