შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) წამყვანი კომპანიაა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის წყალმომარაგების ბაზარზე. ის მაღალი ხარისხის საიმედო მომსახურებას უწევს თბილისის მოსახლეობას, სახელმწიფო ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს.
შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ქ. თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ამორტიზებული ქსელების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე 3 ლოტად (კონკურსის #11-OB-CON-023).
ლოტი 1 - სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანი-ნაძალადების რ-ში:
- გლდანი-ნაძალადევის რ-ში, სარაჯიშვილის ქუჩაზე არსებული წყალსადენის ამორტიზებული ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;
- გლდანი-ნაძალადევის რ-ში, ზარზმის, ილორის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების წყალსადენის ქსელების რეაბილიტაცია;
- გლდანი-ნაძალადევის რ-ში, თ/დ-ის XI მ/რ-ის II კვარტლის #34 კორპუსში არსებული ავტომატური სატუმბო სადგურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;
- გლდანი-ნაძალდევის რ-ში, ხევძმარის ქუჩაზე არსებული წყალსადენის ამორტიზებული ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
ლოტი 2 - სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ისანი-სამგორის რ-ში:
- ისანი-სამგორის რ-ში, ვარკეთილის 3-ის I-III-IV მ/რ-ების საცხოვრებელი კორპუსების მკვებავი წყალსადენის ამორტიზებული ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;
- ისანი-სამგორის რ-ში, ვარკეთილი 3-ის III ა მ/რ-ის #337 კორპუსის წყალსადენის ამორტიზებული ქსელის რეაბილიტაცია;
- ისანი-სამგორის რ-ში, ვარკეთილის 3-ის I მ/რ-ის #33-34 კორპუსების წყალსადენის ამორტიზებული ქსელების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;
- ისანი-სამგორის რ-ში, ვარკეთილის 3-ის IV მ/რ-ის #407 და #414 კორპუსების წყალსადენის ამორტიზებული ქსელების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;
- ისანი-სამგორის რ-ში, ვარკეთილი 3-ში, სამგორის სატუმბო სადგურიდან IV მ/რ-ში მიმავალი 500 მმ დიამეტრის წყალსადენის ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;
- ისანი-სამგორის რ-ში, ვარკეთილი 3-ის I მ/რ-ის #№21, 22, 23, 30, 31 კორპუსების ამორტიზებული ქსელების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;
ლოტი 3 - სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკე-საბურთალოს რ-ში:
ვაკე-საბურთალოს რ-ში, გაგარინის ქუჩის ამორტიზებული ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება როგორც ერთ, ასევე, რამდენიმე ლოტზე. თუმცა, დაუშვებელია ლოტის დაყოფა და ნაწილობრივი წინადადების წარმოდგენა.
საკონკურსო დოკუმენტაციის მისაღებად პრეტენდენტმა უნდა გადაიხადოს კონკურსში მონაწილეობის არაანაზღაურებადი საფასური, 50 ლარის ოდენობით, კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით (დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: საფასური სასურველ კონკურსში/კონკურსებში (მიუთითეთ კონკურსის დასახელება) მონაწილეობისათვის) და წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი საბუთი კომპანიის საკონკურსო კომისიის აპარატში.
კომპანიის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები: შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
საიდენტიფიკაციო კოდი: 203 826 002
მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი 33
ბანკის დასახელება: სს "თიბისი ბანკი"
ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ა ლარებში: GE85TB 1100000000467467
დაინტერესებულ პირს, კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდამდე, უფლება აქვს ადგილზე გაეცნოს საკონკურსო დოკუმენტაციას.
პრეტენდენტმა თავისი საკონკურსო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა წარმოადგინოს დახურულ კონვერტში, 2011 წლის 21 ივლისის 10:00-დან 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
სპეციფიკური მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება (წყალსადენი-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები);
- მონაწილე კომპანიის წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს.
პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან - ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე;
-სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია მისი ღირებულების 1%-ის ოდენობით;
ჩამოთვლილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა იყოს გაცემული არა უგვიანეს სატენდერო წინადადების გამოქვეყნებიდან სატენდერო წინადადების მიღების თარიღამდე.
ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ წერილობით, შემდეგ მისამართზე:
შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
კოსტავას I შესახვევი 33
ტელ: +(995 322) 931111 (1147)
ელ.ფოსტა:
საკონკურსო წინადადება არ მიიღება და, შესაბამისად, არ დაიშვება შეფასებაზე, თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, თუ რომელიმე მათგანი აღმოჩნდება ყალბი ან ვერ დააკმაყოფილებს საკონკურსო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.