საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ალგანი  ქეა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  თეგეტა მოტორსი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს დიზაინ სითი 
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  DMG WEST LINES  შპს.   გუდვილი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.  
საგანმანათლებლო ცენტრი   Oxford House  აიელსი  One World   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ბიდისი აკადემია ინგლისური ენის სახლი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   საქართველოს უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  P/T/G  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა 
   ვაკანსია:

კონკურსი წყლის ანალიზის მონაცემთა სისტემის შესყიდვაზე

   კომპანია:

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

   განთავსებულია:  21 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  30 დეკ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  isakvarelidze@georgianwater.com
   ტელეფონი:  +(995 32) 293 1111
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

 შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. ის მაღალი ხარისხის საიმედო მომსახურებას უწევს თბილისისა და მისი შემოგარენის მოსახლეობას, სახელმწიფო ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს.

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს კონკურსს სასმელი წყლის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ანალიზის მონაცემების მართვის სისტემის შესყიდვაზე.

საკონკურსო დოკუმენტაციის მისაღებად, პრეტენდენტმა უნდა გადაიხადოს კონკურსში მონაწილეობის არაანაზღაურებადი საფასური, 50 ლარის ოდენობით, კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით (დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: საფასური სასურველ კონკურსში/კონკურსებში (მიუთითეთ კონკურსის დასახელება) მონაწილეობისათვის) და წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი საბუთი კომპანიის საკონკურსო კომისიის აპარატში.

კომპანიის საბანკო რეკვიზიტებია:

მიმღები: შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
საიდენტიფიკაციო კოდი: 203 826 002
მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი 33

ბანკის დასახელება: სს "თიბისი ბანკი"
ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ა ლარებში: GE85TB 1100000000467467

დაინტერესებულ პირებს, კონკურსში მონაწილეობის ღირებულების გადახდამდე, უფლება აქვთ ადგილზე გაეცნონ საკონკურსო დოკუმენტაციას.

პრეტენდენტებმა თავიანთი სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა წარმოადგინონ დახურულ კონვერტში, 2011 წლის 30 დეკემბრის 17:00 საათამდე, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

ა) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ბ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან - ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე;
გ) წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს პრეტენდენტის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონს/ფაქსს, საბანკო რეკვიზიტებს, ხელმძღვანელის სახელს და გვარს.

ჩამოთვლილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა იყოს გაცემული სატენდერო წინადადების გამოქვეყნებიდან სატენდერო წინადადების მიღების თარიღამდე.

საკონკურსო წინადადება არ მიიღება და, შესაბამისად, არ დაიშვება შეფასებაზე, თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, თუ რომელიმე მათგანი აღმოჩნდება ყალბი ან ვერ დააკმაყოფილებს საკონკურსო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
მის.: თბილისი, კოსტავას I შესახვევი 33
ელ. ფოსტა: isakvarelidze@georgianwater.com
ტელეფონი: +(995 32) 293 1111
საკონტაქტო პირი: ირაკლი საყვარელიძე

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige