საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
გუდვილი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ალგანი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  DMG WEST LINES  თეგეტა მოტორსი 
შპს.   ქეა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შირნჰოფერი  შ.პ.ს დიზაინ სითი  ბანკი რესპუბლიკა 
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  One World   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  P/T/G  ბიდისი აკადემია საქართველოს უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის უნივერსიტეტი  Oxford House  აიელსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE 
   ვაკანსია:

კონკურსი საკანცელარიო საქონლის მოწოდებაზე

   კომპანია:

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

   განთავსებულია:  21 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  5 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  dmgaloblishvili@georgianwater.com
   ტელეფონი:  +(995 32) 293 1111
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

 შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. ის მაღალი ხარისხის საიმედო მომსახურებას უწევს თბილისისა და მისი შემოგარენის მოსახლეობას, სახელმწიფო ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს.

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს კონკურსს 2012 წლის მანძილზე საკანცელარიო საქონლის ეტაპობრივ მოწოდებაზე 2 ლოტად.

საკონკურსო დოკუმენტაციის მისაღებად, პრეტენდენტმა უნდა გადაიხადოს კონკურსში მონაწილეობის არაანაზღაურებადი საფასური, 50 ლარის ოდენობით, კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით (დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: საფასური სასურველ კონკურსში/კონკურსებში (მიუთითეთ კონკურსის დასახელება) მონაწილეობისათვის) და წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი საბუთი კომპანიის საკონკურსო კომისიის აპარატში.

კომპანიის საბანკო რეკვიზიტებია:

მიმღები: შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
საიდენტიფიკაციო კოდი: 203 826 002
მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი 33

ბანკის დასახელება: სს "თიბისი ბანკი"
ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ა ლარებში: GE85TB 1100000000467467

დაინტერესებულ პირებს, კონკურსში მონაწილეობის ღირებულების გადახდამდე, უფლება აქვთ ადგილზე გაეცნონ საკონკურსო დოკუმენტაციას.

პრეტენდენტებმა თავიანთი სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა წარმოადგინონ დახურულ კონვერტში, 2012 წლის 5 იანვრის 17:00 საათამდე, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

ა) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ბ) ცნობა საგადასახადო ორგანოდან - ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე;
გ) წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს პრეტენდენტის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონს/ფაქსს, საბანკო რეკვიზიტებს, ხელმძღვანელის სახელს და გვარს.

ჩამოთვლილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა იყოს გაცემული სატენდერო წინადადების გამოქვეყნებიდან სატენდერო წინადადების მიღების თარიღამდე.

საკონკურსო წინადადება არ მიიღება და, შესაბამისად, არ დაიშვება შეფასებაზე, თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, თუ რომელიმე მათგანი აღმოჩნდება ყალბი ან ვერ დააკმაყოფილებს საკონკურსო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
მის.: თბილისი, კოსტავას I შესახვევი 33
ელ. ფოსტა: dmgaloblishvili@georgianwater.com
ტელეფონი: +(995 32) 293 1111
საკონტაქტო პირი: დავით მგალობლიშვილი

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige