შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. ის მაღალი ხარისხის საიმედო მომსახურებას უწევს თბილისისა და მისი შემოგარენის მოსახლეობას, სახელმწიფო ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს.
შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს კონკურსს 2012 წლის მანძილზე სხვადასხვა ინერტული მასალის ეტაპობრივ შესყიდვაზე (კონკურსის #12_OB-IN-005).
შესასყიდი ინერტული მასალის ჩამონათვალი:
-ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი
-სამშენებლო ქვიშა
-ღორღი 10 მმ
-მშრალი საბეტონე მასალა.
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი".
საკონკურსო დოკუმენტაციის მისაღებად, პრეტენდენტმა უნდა გადაიხადოს კონკურსში მონაწილეობის არაანაზღაურებადი საფასური 50 ლარის ოდენობით, კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით (დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: საფასური სასურველ კონკურსში/კონკურსებში (მიუთითეთ კონკურსის დასახელება) მონაწილეობისათვის) და წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი საბუთი კომპანიის საკონკურსო კომისიის აპარატში.
კომპანიის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები: შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
საიდენტიფიკაციო კოდი: 203 826 002
მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი 33
ბანკის დასახელება: სს "თიბისი ბანკი"
ბანკის კოდი: TBCBGE22
ა/ა ლარებში: GE85TB 1100000000467467
დაინტერესებულ პირებს, კონკურსში მონაწილეობის ღირებულების გადახდამდე, უფლება აქვთ ადგილზე გაეცნონ საკონკურსო დოკუმენტაციას.
პრეტენდენტებმა თავიანთი სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა წარმოადგინონ დახურულ კონვერტში, 2012 წლის 20 თებერვლის 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
სხვა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთდ, პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
-ლიცენზია ინერტული მასალების მოპოვებაზე;
-ნახაზი წითელი ხაზების დატანით.
წარსადგენად სავალდებულო სხვა დოკუმენტაციის ჩამონათვალი მოცემულია საკონკურსო პაკეტში.
ჩამოთვლილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა იყოს გაცემული სატენდერო წინადადების გამოქვეყნებიდან სატენდერო წინადადების მიღების თარიღამდე.
საკონკურსო წინადადება არ მიიღება და შესაბამისად, არ დაიშვება შეფასებაზე, თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, თუ რომელიმე მათგანი აღმოჩნდება ყალბი ან ვერ დააკმაყოფილებს საკონკურსო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
მის: თბილისი, კოსტავას I შესახვევი 33
ელ. ფოსტა:
ტელეფონი: +(995 322) 931111 (1146)
საკონტაქტო პირი: ზაზა მამაცაშვილი