შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკურ საკითხებში ანალიტიკოსის სრულგანაკვეთიანი თანამდებობის დასაკავებლად.
მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- ქვეყნის კომუნალური მომსახურების სექტორის და ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ მონაცემების გაანალიზება, კვლევა, შეგროვება და ინტერპრეტაცია. ინფორმაციის განხილვა და დეტალური ანგარიშის შედგენა ჩატარებული კვლევის შესახებ.
- კვლევების ჩატარება სათანადო სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად, რაც მოიცავს (მაგრამ არა მხოლოდ) საქართველოს კომუნალური მომსახურების სექტორს, აგრეთვე რეგიონის და საერთაშორისო ბაზრებს.
- ეკონომიკური პროგნოზების განხორციელება ეკონომეტრული ტექნიკის გამოყენებით, სექტორთან და კერძოდ კომპანიასთან მიმართებაში.
- ფულადი დანახარჯების/ფულადი სახსრების მიღების ღირებულების, უკუგების კოეფიციენტის, ტარიფების სტრუქტურის და დარგის ყველა სხვა ეკონომიკური მონაცემის შეფასება და ანალიზი.
- ეკონომიკური მოდელირების განხორციელება და კომპანიისთვის საშუალო და გრძელვადიანი ფინანსური მოდელის მომზადება დარგის, ქვეყნის და რეგიონის მომზადებული და დამტკიცებული ანალიზის საფუძველზე.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში, ბიზნესში, ფინანსებში, მათემატიკასა ან მომიჯნავე დარგებში. სასურველია, რომ ხარისხი მოპოვებული იყოს უცხოური ქვეყნის უნივერსიტეტში.
- MS Office პროგრამების კარგი ცოდნა. განსაკუთრებული მოთხოვნაა Excel-ის და ERP system 1C-ის სრულყოფილი ცოდნა.
- მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება.
- მასალების მომზადება წერილობითი სახით, რედაქტირება, კორექტირება და საბოლოო სახის მინიჭება.
- ციფრული მონაცემების შეგროვება და დაფიქსირება, სტატისტიკური ანგარიშების შედგენა.
- მონაცემების ზუსტი დამუშავება და ანალიზი სხვადასხვა ფორმატში.
- პროექტის ხელმძღვანელობა და ზუსტი და ეფექტიანი შედეგების უზრუნველყოფა.
- გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
- ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრის უნარი და ამ თვისებების მისადაგება მოდელების კონსტრუირებისა და შეგროვებისთვის.
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (წერა-კითხვა, ლაპარაკი).
- ახალ გარემოში ადაპტირების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, დისციპლინა და ორგანიზებულობა.
უპირატესობა ენიჭება:
- სტატისტიკური ანალიზის გამოცდილებას - დროითი რიგის და რეგრესიული ანალიზი.
- SQL, Access და ფინანსური მოდელირების კომპიტერულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილებას.
- კომუნალური მომსახურების სექტორისადმი ზოგად ინტერესს და გათვითცნობიერებას ამ დარგში.
სამუშაო პირობები:
- საოფისე გარემოში მუშაობა, კომპიუტერების და მონაცემთა დიდი ბაზების ხშირი გამოყენება მონაცემთა შეგროვების და გაანალიზების მიზნით.
- სამუშაო პირობები ცვლილებას განიცდის დასაქმების პერიოდში. არის შემთხვევები, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენს სამუშაოზე და ზუსტი შედეგების მისაღებად უფრო მეტ დროს მოითხოვს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი რეზიუმე (CV) სულ მცირე ორ რეკომენდაციასთან ერთად, ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: არა უგვიანეს 2011 წლის 18 ივლისისა. გთხოვთ, გრაფაში "subject line" მიუთითოთ, თუ რომელ ვაკანსიაზე შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე (CV) არ იქნება განხილული.