სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯორჯიან ალიანსი" (კომპანია "ობოლონი"-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) აცხადებს კონკურსს სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად, მის მიერ ექსკლუზიურად იმპორტირებული პროდუქციის (ლუდი "ობოლონი", ლუდი "ზიბერტი", ლუდი "ჟიგულოვსკოე", "ჰაიკი", "მაგნატი" რეალიზაციისთვის.
სადისტრიბუციო არეალი:
- აჭარა
- იმერეთი
- ქ. ხაშური.
მაძიებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
- წერილობითი განაცხადი შპს "ჯორჯიან ალიანსის" მიერ ექსკლუზიურად იმპორტირებული პროდუქციის დისტრიბუციის სურვილის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელ ზონაზე აქვს მაძიებელს დისტრიბუციის სურვილი.
- საკუთარი ბიზნესის მოკლე აღწერილობა: საქმიანობის ტიპი, სადისტრიბუციო გამოცდილება, სასაწყობე ფართისა და თავისუფალი ფულადი სახსრების არსებობა. ა/ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში, ტექნიკური მონაცემები (ტიპი, რაოდენობა).
განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ან 2011 წლის 5 ოქტომბრამდე.