ლუდი "ობოლონი"-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში - შპს "ჯორჯიან ალიანსი" აცხადებს კონკურსს სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად მის მიერ ექსკლუზიურად იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციისთვის.
სარეალიზაციო პროდუქცია: ლუდი "ობოლონი", "ზიბერტი", "ზიბერტი გაუფილტრავი", "ჟიგულოვსკოე", "ჰაიკი", "მაგნატი", მზესუმზირის ზეთი, შვრიის ფანტელები ("ჰერკულესი").
დისტრიბუციის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორია დაყოფილი გვაქვს ზონებად. დისტრიბუტორობის მაძიებელ ერთ და იგივე კომპანიას შეუძლია წარადგინოს განაცხადი მხოლოდ ერთ ზონაზე:
-კახეთი: მთლიანად კახეთის რეგიონი, საგარეჯოს რაიონის გარდა;
-რუსთავი, გარდაბნის რაიონი საგარეჯოს რაიონის დამატებით;
-მარნეულის რაიონი, ბოლნისის რაიონი, თეთრიწყაროს რაიონი, დმანისისა და წალკის რაიონი;
-მცხეთა-თიანეთი
-გორის რაიონი, კასპის რაიონი, ქარელის რაიონი
-ხაშურის რაიონი, ბორჯომის რაიონი
-სამცხე-ჯავახეთი: სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ბორჯომის რაიონის გამოკლებით
-ქუთაისი, ბაღდათის რაიონი, წყალტუბოს რაიონი, ვანის რაიონი
-ზესტაფონის რაიონი, ხარაგაულის რაიონი, თერჯოლის რაიონი,
-სამტრედიის რაიონი, ხონის რაიონი
-საჩხერის რაიონი, ჭიათურის რაიონი;
-რაჭა-ლეჩხუმი: მთლიანად რეგიონი
-სამეგრელო: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, ფოთის გარდა.
-ფოთი-გურია: ქ. ფოთი, გურიის რეგიონი.
-აჭარა: მთლიანად აჭარის რეგიონი.
მაძიებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
-წერილობითი განაცხადი შპს "ჯორჯიან ალიანსი"-ს მიერ ექსკლუზიურად იმპორტირებული პროდუქციის დისტრიბუციის სურვილის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელ ზონაზე აქვს მაძიებელს დისტრიბუციის სურვილი.
-საკუთარი ბიზნესის მოკლე აღწერილობა: საქმიანობის ტიპი, სადისტრიბუციო გამოცდილება, სასაწყობე ფართისა და თავისუფალი ფულადი სახსრების არსებობა, ა/ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში ტექნიკური მონაცემები (ტიპი და რაოდენობა).
განაცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს 2012 წლის 25 მარტამდე, შემდეგ ელფოსტაზე: |