შპს “ჯი.მარტი” აცხადებს ვაკანსიას კვების წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- საწარმოო პროცესების სწორი ორგანიზება,
- წარმოებისთვის აუცილებელი ნორმატიული და მეთოდური მასალების ცოდნა;
- მატერიალური ფასეულობების შენახვის, სტანდარტების და ტექნიკური პირობების კონტროლი;
- მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოება, ახალი კერძების რეცეპტურის დამუშავება და ახალი პროდუქციის მუდმივი ძიება;
- კულინარული ნაწარმის ასორტიმენტის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა, ბაზარზე არსებული მოთხოვნილების გათვალისწინებით;
- წარმოების პროცესისათვის აუცილებელი სასურსათო საქონლის, ნახევარფაბრიკატების საჭიროების განსაზღვრა და მარაგების კონტროლი;
- წარმოებაში მოწოდებული ნედლეულის ხარისხის, საკვების მომზადების ტექნოლოგიის, ნედლეულის ჩაშვების ნორმების და სანიტარული და უსაფრთხოების წესების მუდმივი კონტროლი;
- ახალი მოწყობილობების და ტექნოლოგიების დანერგვა; ტექნოლოგიური პროცესების მუდმივი კონტროლი;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია კვების წარმოების დარგში)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ;
- წარმოების დაგეგმვის და ტექნოლოგიის ცოდნა
- სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტებსა და ნედლეულზე;
- ლიდერობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
მსურველებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე მიმდინარე წლის 6 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ მიუთითეთ რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს.