კომპანია "ჯი პი სი" აცხადებს ვაკანსიას აფთიაქების ქსელის საინფორმაციო-ტექნიკური (IT) მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
-თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში მდებარე სააფთიაქო ქსელში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და მათზე არსებული პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
-ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, და საინფორმაციო სისტემების ხარვეზებზე ოპერატიული რეაგირება და ხარვეზების დროული აღმოფხვრა დისტანციური საშუალებებით, ხოლო როდესაც ამის გაკეთება დისტანციურად შეუძლებელია, ადგილზე მისვლით
-ხარვეზებზე რეაგირება და აღმოფხვრა როგორც ჩვეულებრივ სამუშაო საათებში, ასევე გამოსასვლელ დღეებში და გვიან საათებშიც (განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად).
-აფთიაქების ქსელში არსებული კომპიუტერული ქსელის მოწესრიგება
-აფთიაქების ქსელში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და პერიფერიული მოწყობილობების ინვენტარიზაცია და მონიტორინგი
-ახალი ობიექტის გახსნის სრული ტექნიკური მარდაჭერა
-ახალი ობიექტის გახსნის საპროექტო ჯგუფთან ერთად ახალი ობიექტისთვის საჭირო ტექნიკის რაოდენობის შეფასება და ტექნიკის შეძენაში მონაწილეობა
-საპროექტო ჯგუფთან ერთად ქსელის, ელექტროობის წერტილების დაგეგმვა
-ინტერნეტის, ტელეფონის და სხვა ტექნიკური მომსახურების მომწოდებლებთან ამ სერვისების დროული მოწოდების უზრუნველყოფა
-სერვერის და კომპიუტერების მომზადება და ადგილზე გამართვა
-ქსელის და მასთან დაკავშირებული აპარატურის გამართვა
-ქსელის, პროგრამული უზრუნველყოფის და საინფორმაციო სისტემის ტესტირება
-სერვერის და სხვა საინფორმაციო სერვისების ცენტრალურ ოფისთან კავშირის ტესტირება.
ძირითადი მოთხოვნები:
-კომპიუტერული ტექნიკის, კომპიუტერული პროგრამების და ქსელების მაღალ დონეზე ცოდნა
-კომპიუტერების მომზადებისთვის კლონირების საშუალების ცოდნა ("აკრონისი")
-VPN ტექნილოგიების ფლობა
-MS SQL-თან მუშაობის გამოცდილება, როგორ მინიმუმ, საბაზო დონეზე
-დისტანციური მომსახურების პროგრამებით (მაგ. ნეტ საპორტი) მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
-მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სასურველი მოთხოვნები:
-მართვის მოწმობა და მანქანა
-კამერებთან და მათთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება
-ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 10 თებერვლისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.