კომპანია "ჯი პი სი" აცხადებს ვაკანსიას აფთიაქების ქსელის ტექნიკური (IT) მხარდაჭერის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
-აფთიაქების ქსელის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის კოორდინაცია;
-საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტების (ხარვეზების) აღრიცხვის სისტემით აფთიაქებიდან შემოსული ინციდენტების ნახვა, გაანალიზება; ინციდენტების სისტემაში რეგისტრაცია იმ შემთხვევაში, როდესაც ინციდენტის კომუნიკაცია სისტემის გარდა სხვა საშუალებით ხდება (მაგ. ტელეფონით)
-ინციდენტების შესაბამის IT თანამშრომელზე გადამისამართება
-ინციდენტების აღმოფხვრის მსვლელობის მონიტორინგი
-აფთიაქების მენეჯერებთან უკუკავშირი ინციდენტის აღმოფხვრის ვადასთან დაკავშირებით
-ინტერნეტის, ტელეფონის და მომსახურების სხვა მომწოდებლებთან ოპერატიული კომუნიკაცია თუ ინციდენტის (ხარვეზის) წარმოშობა მათ მომსახურებას უკავშირდება; მათი დროული აღმოფხვრის კოორდინაცია და უზრუნველყოფა
-აფთიაქებთან, მათ მენეჯერებთან, რეგიონურ მენეჯერებთან კომუნიკაცია
-დასრულებული ინციდენტების დეტალური ანალიზი, ინციდენტების კლასიფიკაცია, აღმოფხვრის გზების გაანალიზება, სისტემური გადაწყვეტილებების მოძიება
-ახალი აფთიაქების გახსნის დროს საპროექტო ჯგუფთან მოთხოვნების ჩამოყალიბება და შეთანხმება, და ამ მოთხოვნების შესრულების კოორდინაცია
-არსებულ აფთიაქებში ქსელური და კომპიუტერული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კოორდინაცია.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვენები:
-უმაღლესი ტექნიკური განათლება, ასევე, სასურველია განათლება მენეჯმენტში
-ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
-მსგავსი ტიპის კოორდინატორულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
-კომპიუტერული ტექნიკის, სისტემების, ქსელების კარგად ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 10 თებერვლისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.