სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური გარანტიების მომსახურების მენეჯერის თანამდებობაზე
პასუხისმგებლობები:
-ფინანსური პროდუქტების გაყიდვა
-კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება
-პოლისების პროგრამული აღრიცხვა
-სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად
მოთხოვნები:
-სრული უმაღლესი განათლება
-სასურველია გამოცდილება მომსახურების ან გაყიდვების სფეროში
-ლოგიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი
-გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
-ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობით
-კომუნიკაბელურობა და აქტიურობა
-სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში
-კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV), დიპლომის ასლი, თანდართული წერილი, რომელიც განსაზღვრავს კანდიდატის დაინტერესებას პოზიციით და ზოგადად აღწერს მის შესაბამისობას პოზიციისადმი შემდეგ მისამართზე:
ჯიპიაი ჰოლდინგი
კოსტავას ქ # 67, თბილისი
ან ელ.ფოსტის მეშვეობით:
გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ან თქვენს რეზიუმეში იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2012 წლის 2 მარტი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.