საკონსუტლაციო კომპანია შპს. “ჯი დი სი აი” ჩამოყალიბდა 2006 წელს. ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის საკითხებში უმცროსი კონსულტანტის თანამდებობაზე. აღნიშნულ პოზიციაზე დაქირავებული პირის ძირითადი მოვალეობა იქნება მაღალი ხარისხის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და ტრენინგების ჩატარება GDCI-ის კლიენტი-კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ როგორც მსხვილ, ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს. უმცროს კონსულტანტებს ჩაუტარდებათ ინტენსიური ტრენინგები შესაბამისი უნარ-ჩვევებების ჩამოსაყალიბებლად (როგორც პრაქტიკული უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე თეორიული). მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებენ GDCI-ის წამყვანი კონსულტანტები.
უმცროსი კონსულტანტის ძირითადი მოვალეობებია:
-კლიენტი-კომპანიების შეფასება წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნების შესაბამისად, რაც ასევე მოიცავს პრეზენტაციისა და ანგარიშის მომზადებას;
-სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სისტემის შემუშავება კლიენტებთან თანამშრომლებით წამყვანი კონსულტანტების ზედამხედველობის ქვეშ;
-წამყვანი კონსულტანტების მიერ დასახელებულ საკითხებზე ტრენინგების მომზადება და ჩატარება;
-სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ადგილობრივი კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
-შესაბამისი სამეცნიერო წყაროების მოძიება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად;
-კომპანიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში წინადადებების წარდგენა გაუმჯობესებისათვის;
-ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება.
მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება ბიოლოგიის, კვების ტექნოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან სამედიცინო განხრით;
-სასურსათო მიკრობიოლოგიის ცოდნა აუცილებელია;
-სამუშაო გამოცდილება მოთხოვნა არ არის;
-ინგლისურის ცოდნის კარგი დონე იმ პირობით, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მას დროის მოკლე პერიოდში;
-კომპიუტერის ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Internet);
-სამუშაო მოითხოვს ინტენსიურ მოგზაურობას საქართველოს ფარგლებში;
-დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
-ინდივიდუალურად მუშაობის, ისევე როგორც გუნდური მუშაობის უნარი;
-ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-მოტივაცია მუდმივად მოახდინოს საკუთარი პროფესიონალური უნარ-ჩვევების სრულყოფა;
-კომუნიკაბელურობა;
-პრეზენტაციისა და ანგარიშების მომზადების უნარი.
კანდიდატის შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
-კანდიდატების შერჩევა გასაუბრებისთვის წარმოდგენილი CV-ების საფუძველზე;
-შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
-პოტენციური კანდიდატების ტრენინგი, რომლის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტი;
-წინასწარ განსაზღვრულ საკითხზე ანგარიშისა და პრეზენტაციის მომზადება;
-კანდიდატების პირველადი შერჩევა მოხდება სამთვიანი საცდელი ვადით;
-კანდიდატების საბოლოო შერჩევა.
კანდიდატები, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი განათლება ნუ გამოგვეხმაურებიან.
დამატებითი ინფორმაცია საკონსულტაციო კომპანია GDCI-ზე შეგიძლიათ იხილოთ
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე 2012 წლის 1 თებერვლამდე.