საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შპს.   შირნჰოფერი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს.   პროფკურორტი  გუდვილი  თეგეტა მოტორსი 
ქეა  შ.პ.ს დიზაინ სითი  DMG WEST LINES  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
საქართველოს უნივერსიტეტი  Oxford House  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  აიელსი  One World  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  P/T/G  
კავკასიის აკადემიური ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ბიდისი აკადემია 
   ვაკანსია:

მაღაზიის მენეჯერი

   კომპანია:

ჯინსის გალერეა

   განთავსებულია:  22 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  16 მარ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vakansia@tradeline.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მენეჯმენტი/პროექტების მართვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"ჯინსის გალერეის" მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიებს მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.

"ჯინსის გალერეა" წარმოადგენს "Levi's"-ის, " Dockers"-ის, "Lee"-ს, "Wrangler"-ის, Rifle"-ის, "Burlington"-ისა და "Falke"-ს ერთადერთ ექსკლუზიურ სარეალიზაციო ქსელს საქართველოში. იგი არსებობს 1992 წლიდან და მოიცავს 10 მაღაზიას თბილისში და ერთს ბათუმში. კომპანიის მისიაა კვალიფიციური მომსახურებით შესთავაზოს მომხმარებელს ექსკლუზიური, ოპტიმალური ფასისა და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

ძირითადი მოთხოვნები:
-სასიამოვნო გარეგნობა;
-გამართული მეტყველება;
-ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
-კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
-მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
-ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება;
-ასაკი: 25-დან 35 წლამდე;
-მაღაზიის მენეჯერის, ადმინისტრატორის ან მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, MS Excel, internet);
-გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება: ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება, რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:
-მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
-პერსონალის მართვა და კონტროლი;
-თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
-კომპანიის შიდა განაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
-მაღაზიის პრომო აქციების (ფასდაკლებისა და ა.შ.) მიმდინარეობის მონიტორინგი;
-საწყობში პროდუქტის მიღება-ჩაბარების, სალაროს მუშაობისა და აღწერის მონიტორინგი;
-მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.

პოზიცია მაღალანაზღაურებადია (ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე).

კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:
-კანდიდატთა შერჩევა სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე;
-გასაუბრება;
-ტესტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოიწეროთ განაცხადზე თანდართული ფაილი, შეავსოთ იგი და ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ მისამართზე: vakansia@tradeline.ge

გისურვებთ წარმატებას!

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige