სადისტრიბუციო კომპანია „ჯეოსტარი“ აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს კომპანიის საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგება
- კოორდინაცია გაუწიოს ოფისის შენობისა და ეზოს მოვლა–პატრონობასა და დასუფთავებას
- უზრუნველყოს შენობის გათბობის საკითხების ორგანიზება
- კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს შენობაში ელექტრო, წყალსაკანალიზაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების შეუფერხებლად ფუნქციონირებას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და აუცილებელი უნარები:
- უმაღლესი განათლება
- რელევანტურ სფეროში მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით 2011 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე:
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!